დინამიკა

  • სიმძლავრე

    საუცხოო ეკონომიურობა

    აბსოლუტურად ახალი 2015 წლის Ford Mondeo-ს ძრავების ხაზი გამოირჩევა მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით. ხოლო გაუმჯობესებული შეკიდულობა მრავალრიცხოვან ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან ერთად საშუალებას მოგცემთ სრულად გააკონტროლოთ მძლავრი ავტომობილი. ამის შედეგია — უზუსტესი მართვა ნებისმიერ სიტუაციაში.

    ტექნიკურ მახასიათებლებს შეესაბამება საწვავის დაბალი ხარჯი და გაზრდილი კლირენსი. ინტელექტუალური ტექნოლოგიების და მოწინავე საინჟინრო გადაწყვეტილებების შეთავსება უზრუნველყოფს სიმძლავრის და საწვავის ეკონომიურობის განუმეორებელ შეთავსებას.


    EcoBoost: მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ძრავის შესაძლებლობები

    ford

    ორ ბენზინის ძრავაში EcoBoost სიმძლავრით 199 და 240 ცხ.ძ. გამოიყენება უშუალოდ საწვავის შეფრქვევის და ტურბოდაბერვის შეთავსება, რაც უზრუნველყოფს სიმძლავრის და ეკონომიურობის უმაღლეს დონეს.


    ძრავა 2.5 ლ

    fordკლასიკური ატმოსფერული ძრავა მოცულობით 2.5 ლ და სიმძლავრით 149 ცხ.ძ. საწვავის ეკონომიურობის იდეალურ შეთავსებას წარმოადგენს, რაც 92 ოქტანობის ბენზინის გამოყენების საშუალებას იძლევა.




    6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი

    fordაბსოლუტურად ახალი მოდელი აღჭურვილია 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიით, რომელიც უზრუნველყოფს მბრუნავი მომენტის ეფექტურ გადაცემას და სიჩქარეთა მყისიერ გადართვას. მისი წყალობით თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ Ford Mondeo-ს ძრავების სიმძლავრეს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე აუცილებელია.

  • მართვადობა

    საგულდაგულოდ აწყობილი შეკიდულობა, რომელიც უფრო ფარმონიულ სვლას უზურნველყოფს

    fordMondeo აღჭურვილია აბსოლუტურად ახალი მრავალბერკეტიანი უკანა შეკიდულობით. ეს მოწინავე სისტემა გამოირჩევა მცირე წონით, სიმტკიცით და ზუსტი აწყობით, რაც უზრუნველყოფს მგრძნობელობას, მართვადობას და ჰარმონიულ სვლას.




    სიჩქარეების გადართვა საჭეზე დამაგრებული გადამრთველების დახმარებით

    fordსიჩქარეების გადართვის სისტემა, საჭეზე დამაგრებული გადამრთველების მეშვეობით რომლითაც ჩვეულებრივ აღიჭურვება სარბოლო სუპერქარები, ახლა შემოთავეზებულია EcoBoost-ის ძრავებისთვისაც. ავტორბოლებიდან მოსული ეს ტექნოლოგია, უზრუნველყოფს სიჩქარეები სწრაფ, მარტივ და მოსახერხებელ გადართვას. ვინაიდან გადასართველები საჭის რგოლზე მდებარეობენ, თქვენ ბევრად ეფექტურად შეგიძლიათ გადართოთ სიჩქარეები მოსახვევების გავლის დროს.



    გამაძლიერებლიანი საჭის მართვის სისტემა, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაზე რეაგირებს

    ford

    ელექტრო გამაძლიერებლიანი საჭის მართვის სისტემა (EPAS) ავტომატურად ერგება ავტომობილის სიჩქარეს და საგზაო პირობებს.

    დაბალ სიჩქარეზე სისტემა აადვილებს და ამარტივებს საჭის რგოლის ბრუნვას, ამაღლებს ავტომობილის მანევრულობას. მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, როდესაც აუცილებელია ავტომობილის უფრო ზუსტი კონტროლი, ის უზრუნველყოფს საჭის ხისტ მართვას. ახლა კურსის მდგრადობის კონტროლის ახალი სისტემის მეშვეობით სისტემა EPAS აგრეთვე შესწორებას აკეთებს გვერდით ქარზე და მოძრაობის სხვა პირობებზე, იმ დროს როდესაც კომპენსაციის აქტიური სისტემა ამცირებს საჭის რგოლის ნებისმიერ არასასურველ ვიბრაციას.

Bookmark & Share