ტექნოლოგიები

  • მძღოლის დახმარება

    სრული ამძრავის ინტელექტუალური სისტემა (AWD)

    fordსრული ამძრავის ინტელექტუალურმა სისტემამ შეიძლება გადაიტანოს გამწევი ძალისხმევის 100%-მდე წინა ან უკანა ხიდზე მძღოლის მონაწილეობის გარეშე, მოძრაობის პირობებზე დამოკიდებულებით. ყველაზე რთულ პირობებშიც კი ავტომობილი შესანიშნავად იჭერს გზას და საუცხოო მართვადობას ავლენს.




    კრუიზ-კონტროლი და სიჩქარის შემზღუდველი

    fordკრუიზ-კონტროლი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ და დააფიქსიროთ მოძრაობის სიჩქარე. სიჩქარის შემზღუდველი საშუალებას გაძლევთ დააყენოთ მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე, აკონტროლოთ საწვავის მიწოდება ძრავაში და აიცილოთ თავიდან მისი გადაჭარბება (მიუწვდომელია 2.5 ლ-ნი ძრავით).




    აქტიური დახმარების სისტემა პარკირებისას (Active Park Assist)

    ford

    • დახმარება პარალელური პარკირებისას
    • დახმარება პარალელური პარკირებიდან გამოსვლისას
    • დახმარება უკანა სვლით პარალელური პარკირებისას
    • პარკირების გვერდითი გადამწოდები, რომელნიც ავტომობილის გარშემო 360°-იან ხედვადობას უზრუნველყოფენ



    შორი მაშუქების ავტომატური მართვის სისტემა

    ford

    სისტემა დროებით გადართავს მაშუქების შორ განათებას ახლო განათებაზე, თუ წინ აღმოაჩენს ავტომობილს ან შემხვედრ მოძრაობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა მძღოლების დაბრმავება.




    ფრონტალური კამერა

    ford

    ფრონტალური კამერა თვალს ადევნებს ავტომობილის წინ არსებულ სივრცეს: მონიშვნას და მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ის უზრუნველყოფს ზოლის გასწვრივ მოძრაობის ასისტენტის, მძღოლის დაღლილობის მონიტორინგის სისტემის და შორი მაშუქების ავტომატური მართვის სისტემის მუშაობას.



    "ბრმა" ზონების მონიტორინგის სისტემა (BLIS)

    ford

    სისტემა აფრთხილებს მძღოლს "ბრმა" ზონაში მყოფი ავტომობილების შესახებ უკანა ხედვის სარკეებში ჩაშენებული მაშუქი ინდიკატორების მეშვეობით. BLIS სისტემა, აგრეთვე აღჭურვილია განივი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სრულიად ახალი ტექნოლოგიით.



    განივი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ გაფრთხილების სისტემა

    fordუკანა სვლით პარკირების ადგილიდან გამოსვლისას სისტემა აფრთხილებს გადამკვეთი მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ, იძლევა ხმოვან სიგნალს და რთავს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების მხარეს გვერდით სარკეში არსებულ შუქდიოდურ ინდიკატორს.




    უკანა ხედვის კამერა

    fordუკანა ხედვის კამერა ავტომობილის უკან მყოფ ობიექტებს ასახავს მულტიმედიური სისტემის ეკრანზე, აქტიურდება ავტომატურად უკანა გადაცემის ჩართვისას და დახმარებას უწევს პარკირების დროს, აჩვენებს რა ვირტუალურ მიმმართველებს.




    სანავიგაციო სისტემა

    ford

    სანავიგაციო სისტემა 8" დისპლეის მქონე SYNC 3 მულტიმედიური სისტემის ნაწილს წარმოადგენს. სისტემა ასახავს საგზაო სიტუაციას რეალური დროის რეჟიმში.




    პარკირების გადამწოდები

    ford

    გადამწოდები ეხმარებიან წინ ან უკან არსებულ ავტომობილს ან დაბრკოლებას შორის მანძილის შეფასებაში, ააქტიურებენ ხმოვან სიგნალს, რომლის სიხშირეც იზრდება მანძილის შემცირებასთან ერთად.


  • კომფორტი და მოსახერხებლობა

    შექმნილია თქვენი კომფორტისთვის


    ულტიმედიური სისტემა SYNC 3

    ford

    • ახლა 8" სენსორულ ეკრანს გააჩნია მასშტაბირების და გადახვევის ფუნქციები — როგორც სმარტფონებსა და პლანშეტებშია — რაც ნავიგაციას კიდევ უფრო ინტუიციურად აქცევს
    • გამარტივებული ხმოვანი ბრძანებები და ახალი ფუნქციები სისტემასთან მუშაობას ადვილს და სასიამოვნოს ხდის
    • ახალი ინტერფეისი დიდი ღილაკებით ამაღლებს სისტემით სარგებლობის მოსახერხებლობას
    • SMS-შეტყობინებების კითხვის შესაძლებლობა ამაღლებს უსაფრთხოების დონეს
    • ინარჩუნებს AppLink ფუნქციას
    • თავსებადია Apple CarPlay-თან და Android Auto-თან


    Apple CarPlay და Android Auto

    ford

    სისტემა SYNC 3 თავსებადია Apple CarPlay-თან და Android Auto-თან:
    • 8-დიუმიან დისპლეიზე აისახება თქვენი სმარტფონის ეკრანი.
    • თქვენ შეძლებთ მობილური დანართების მართვას SYNC 3 მართვის ელემენტების ან მარტივი ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით.



    საბარგულის გახსნის სისტემა "hands-free"

    ford

    თუ ხელები დაკავებული გაქვთ, უბრალოდ გაატარეთ ფეხი უკანა ბამპერის ქვეშ და საბარგული ავტომატურად გაიხსნება.




    პანორამული სახურავი

    ford

    ახალი Kuga-ს ტოპ ვერსიას გთავაზობთ მდიდრული პანორამული სახურავით ლიუკით წინა ნაწილში და შტორით. პანორამული სახურავი უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, მზისგან დამცავი მინა ხელს უწყობს სიგრილის შენარჩუნებას და გიცავთ მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.



    გაფართოებული ზამთრის პაკეტი

    ford

    • მძღოლის და წინა მგზავრის სავარძელი შეიძლება აღიჭურვოს გათბობის ფუნქციით, რომელიც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
    • საჭის რგოლი გათბობით ყინვიან დღეებში ავტომობილის მართვას ბევრად სასიამოვნოს ხდის.
    • გაფართოებულ ზამთრის პაკეტში, აგრეთვე შედის საქარე მინის და მინის საწმენდების სიმშვიდის ზონის ელექტროგათბობა, მინის ჩამოსარეცხი მფრქვევანების ელექტროგათბობა.


    საქარე მინის ელექტროგათბობა Quickclear

    ford

    საკმარისია ღილაკის დაჭერა და მინის გამჭოლი ულტრათხელი ძაფები გახურდება, რომ სულ რამდენიმე წუთში გამოალღოს ის ან აღმოფხვრას დაორთქვლა, აგრეთვე გამოალღოს მინის საწმენდები.




    ავტომატური მინის საწმენდები წვიმის სენსორებით

    ford

    წვიმის გადამწოდებიანი მინის საწმენდები ირთვება საქარე მინაზე ტენის აღმოჩენისას, ხოლო შემდეგ თვითონ არეგულირებენ თავისი მუშაობის სიჩქარეს, ამინდის ყველა ახირებასთან გამკლავების საშუალებას აძლევენ. თქვენ შეძლებთ მგრძნობელობის ექვსი დონიდან ერთერთის დაყენებას, რომ გადაეცეს სისტემას, თუ რამდენი ტენი უნდა დაგროვდეს მინაზე მინის საწმენდების ჩასართავად.



    ელექტრონული დგომის (პარკირების) მუხრუჭი

    ford

    ხელის მუხრუჭის ტრადიციულ ბერკეტს ცვლის ინტელექტუალური ელექტრონული დგომის (პარკირების) მუხრუჭი. ახლა ხელის მუხრუჭის გააქტივება ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული ღილაკით შეიძლება. ეს ფუნქცია არა მარტო ამარტივებს მართვას, არამედ დამატებით შესანახ ადგილს უზრუნველყოფს.

  • დაცვა და უსაფრთხოება

    უპირველეს ყოვლისა თქვენი უსაფრთხოება


    სისტემა ავტომატური დამუხრუჭების (Active City Stop)

    ford

    • სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებს ავტომობილს, თუ მძღოლი ვერ ამჩნევს შეჯახების საფრთხეს (50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე).
    • ამცირებს შეჯახების შედეგებს ან ეხმარება მის თავიდან აცილებაში.
    • ამცირებს სტრესის დონეს საცობში მოძრაობის პირობებში.



    უსაფრთხოების ბალიშების გაუმჯობესებული სისტემა

    ford

    • ფრონტალური ბალიშები მძღოლის და წინ მჯდომი მგზავრისთვის,,
    • გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები,
    • უსაფრთხოების შტორები,
    • მძღოლის მუხლების დამცავი უსაფრთხოების ბალიში..



    კურსის მდგრადობის ელექტრონული სისტემა (ESC)

    ford

    კურსის მდგრადობის ელექტრონული სისტემა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი ავტომობილზე. ის მუდმივად თვალს ადევნებს მოძრაობის ტრაექტორიას, აღმოაჩენს კურსიდან ნებისმიერ გადახვევას (მაგალითად, მოცურების დაწყებას) და ავტომატურად ახდენს გაზე ავტომობილის მდგომარეობის კორექტირებას.



    დამუხრუჭების მოწინავე სისტემები

    ford

    მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS) და სამუხრუჭე ძალისხმევის განაწილების ელექტრონული სისტემა (EBD) უზრუნველყოფს უფრო კონტროლირებად დამუხრუჭებას. ექსტრემალური დამუხრუჭებისას დახმარების სისტემა (EBA) დაგეხმარებათ უფრო ეფექტურ დამუხრუჭებაში ექსტრემალური სიტუაციის დროს. ის განსაზღვრავს, თუ რა ძალისხმევა უნდა მოსდოთ სამუხრუჭე სატერფულს და აუცილებლობისას ავტომატურად ზრდის მას.


    ბავშვების უსაფრთხოება
    fordახალი Ford Kuga საიმედოდ იცავს პატარა ბავშვებს თითოეული მგზავრობის დროს. გვერდითი უკანა სავარძლები აღჭურვილია სამაგრი წერტილებით ISOFIX, რაც საშუალებას იძლევა ადვილად დადგეს ავტომობილში ორი საბავშვო სავარძელი.




    უსაფრთხოების რეიტინგი «5 ვარსკვლავი» Euro NCAP

    ford

    ახალი Kuga, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, აღჭურვილია უსაფრთხოების შესანიშნავი სისტემებით, რომლებიც მოიცავენ ყველაფერს: უსაფრთხოების 7 ბალიშიდან ავტომატური დამუხრუჭების (ACS) მოწინავე სისტემამდე, - რამაც უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგის დადასტურების საშუალება მისცა.

Bookmark & Share