სპეციფიკაციები

  • ძრავები და ტრანსმისია

    შთამბეჭდავი სიმძლავრე, საოცარი ეკონომიურობა


    1.5 ლ EcoBoost

    fordახალი Kuga აღჭურვილია ბენზინის ძრავით EcoBoost 1.5 ლიტრის მოცულობით, რომელსაც გთავაზობთ 2 სერსიით: 150 ცხ.ძ. და 182 ცხ.ძ. საწვავის პირდაპირი შეფრქვევის, ტურბოშებერვის, გაზის განაწილების რეგულირებადი ფაზების ტექნოლოგიების შეთავსება, უზრუნველყოფს მდორე და მგრძნობიარე მართვას, რომელსაც ჭეშმარიტი სიამოვნება მოაქვს.



    2.5 ლ iVCT
    fordბენზინის ძრავა 2,5 ლ მოცულობით აღჭურვილია გაზის განაწილების რეგულირებადი ფაზების სისტემით (iVCT). მოცემული ტექნოლოგია სიმძლავრის მთელ დიაპაზონზე სარქველის გახსნის და დახურვის მომენტის რეგულირების საშუალებას იძლევა, უზრუნველყოფს მაქსიმალურ მწარმოებლურობას ნებისმიერ პირობებში: მკვეთრი აჩქარებიდან კრეისერული სიჩქარით მდორედ მოძრაობამდე.



    გადაცემათა ავტომატური კოლოფი 6F35

    fordგადაცემათა ავტომატური კოლოფი (6F35) – მშვენივრად გამოიჩინა თავი, საიმედო 6-საფეხურიანი ტრანსმისია. გადაცემათა კოლოფს ამავე ოჯახიდან აყენებენ ფლაგმანზე Ford Explorer.




    სიჩქარეთა გადართვის საჭისქვეშა ფურცლები

    ford

    სიჩქარეთა გადართვის საჭისქვეშა ფურცლები, რომლებითაც ჩვეულებრივ აღიჭურვებიან სარბოლო სუპერკარები, შემოთავაზებულია ახალი Kuga-ს ავტომატური კოლოფისთვის. ავტორბოლებიდან ნასესხები ტექნოლოგია უზრუნველყოფს სპორტულ რეჟიმში სიჩქარეების სწრაფ, მარტივ და მოსახერხებელ გადართვას.

  • გზაში

    ახალი KUGA სამოქმედოდ მზად არის. თქვენ?


    მისაბმელის სტაბილიზაციის სისტემა

    ford

    მისაბმელის სტაბილიზაციის სისტემა აღმოაჩენს მისაბმელის «ქნევას» ან ქანაობას და ამცირებს ავტომობილის სიჩქარეს, გადაწყვეტს ამ პრობლემას და აუმჯობესებს მართვას. სისტემა ანელებს ავტომობილს, ამცირებს რა ძრავის ბრუნებს და თანდათან ამაღლებს სამუხრუჭე წნევას.



    აქ ყველაფრისთვის იქნება ადგილი

    ford

    Ford Kuga-ს საბარგულის განყოფილება გამოირჩევა ტევადობით და ტრანსფორმაციის სიმარტივით. ნივთებისთვის განკუთვნილი ბევრი განყოფილება განლაგებულია მთელ სალონში, დაწყებული სასმელების რეგულირებადი სამაგრებით და დამთავრებული ისეთი წვრილმანებით, როგორიცაა ადგილი სათვალის, მობილური ტელეფონის და გასაღებებისთვის.



    საბარგულის განყოფილების ტრანსფორმაციის შესაძლებლობა

    ford

    საბარგულის განყოფილების იატაკი შეიძლება დაწიოთ უფრო ქვემოთ, გაზარდოთ საბარგულის მოცულობა ხუთი სავარძლის გამოყენებით. ორი სავარძლის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ მის დაყენებას უფრო მაღლა, რომ შექმნათ უშველებელი სატვირთო სივრცე მოცულობით 1603 ლ მის ქვეშ საიდუმლო განყოფილებით



    უკანა სავარძლები Easy Fold სისტემით

    ford

    უკანა სავარძლები Easy Fold სისტემით სწრაფად და მარტივად იკეცება საბარგულის იატაკის დონემდე და ჰქმნის დამატებით სივრცეს ავტომობილის უკანა ნაწილში.




    რელინგები

    ford

    სახურავზე არსებული რეილინგები თქვენს Kuga-ს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის, აგრეთვე ხვეწავს მის გარეგნულ სახეს. ისინი აუცილებელია ბარგის გადაზიდვისას უნივერსალური დამატებითი განივების დასაყენებლად.




    საბურავებში წნევის სენსორები

    ford

    გადამწოდები მუდმივად აკონტროლებენ თითოეულ თვალს და გაგაფრთხილებენ პრობლემის არსებობის შემთხვევაში.

Bookmark & Share