ძირითადი მახასიათებლები

მულტიმედიური სისტემა SYNC 3


ford

SYNC 3 — დღევანდელი დღისთვის ჩვენის სისტემის ყველაზე სრულყოფილი ვერსიაა:
• ახლა 8" სენსორულ ეკრანს გააჩნია მასშტაბირების და გადახვევის ფუნქცია — როგორც სმარტფონებსა და პლანშეტებშია — რაც ნავიგაციას კიდევ უფრო ინტუიციურად აქცევს
• გამარტივებული ხმოვანი ბრძანებები და ახალი ფუნქციები სისტემასთან მუშაობას ადვილს და სასიამოვნოს ხდის
• ახალი ინტერფეისი დიდი ღილაკებით ამაღლებს სისტემით სარგებლობის მოსახერხებლობას
• SMS-შეტყობინებების კითხვის შესაძლებლობა ამაღლებს უსაფრთხოების დონეს
• ინარჩუნებს AppLink ფუნქციას
• თავსებადია Apple CarPlay-თან და Android Auto-თან


Apple CarPlay და Android Auto


ford

სისტემა SYNC 3 თავსებადია Apple CarPlay-თან და Android Auto-თან:
• 8-დიუმიან დისპლეიზე აისახება თქვენი სმარტფონის ეკრანი.
• თქვენ შეძლებთ მობილური დანართების მართვას SYNC 3 მართვის ელემენტების ან მარტივი ხმოვანი ბრძანებების გამოყენებით.





საბარგულის გახსნის სისტემა "hands-free"


ford

თუ ხელები დაკავებული გაქვთ, უბრალოდ გაატარეთ ფეხი უკანა ბამპერის ქვეშ და საბარგული ავტომატურად გაიხსნება.





ავტომატური დამუხრუჭების სისტემა (Active City Stop)


ford

• სისტემა ავტომატურად ამუხრუჭებს ავტომობილს, თუ მძღოლი ვერ ამჩნევს შეჯახების საფრთხეს (50 კმ/სთ-მდე სიჩქარეზე).
• ამცირებს შეჯახების შედეგებს ან ეხმარება მის თავიდან აცილებაში.
• ამცირებს სტრესის დონეს საცობში მოძრაობის პირობებში.





პარკირებისას აქტიური დახმარების სისტემა (Active Park Assist)


ford

• დახმარება პარალელური პარკირებისას
• დახმარება პარალელური პარკირებიდან გამოსვლისას
• დახმარება უკანა სვლით პარალელური პარკირებისას
• პარკირების გვერდითი გადამწოდები, რომელნიც ავტომობილის გარშემო 360°-იან ხედვადობას უზრუნველყოფენ





უსაფრთხოების ბალიშების გაუმჯობესებული სისტემა


ford

• ფრონტალური ბალიშები მძღოლის და წინ მჯდომი მგზავრისთვის,
• გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები,
• უსაფრთხოების შტორები,
• მძღოლის მუხლების დამცავი უსაფრთხოების ბალიში.





პანორამული სახურავი


fordახალი Kuga-ს ტოპ ვერსიას გთავაზობთ მდიდრული პანორამული სახურავით ლიუკით წინა ნაწილში და შტორით. პანორამული სახურავი უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას, მზისგან დამცავი მინა ხელს უწყობს სიგრილის შენარჩუნებას და გიცავთ მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან.







გაფართოებული ზამთრის პაკეტი


ford

• მძღოლის და წინა მგზავრის სავარძელი შეიძლება აღიჭურვონ გათბობის ფუნქციით, რომელიც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
• საჭის რგოლი გათბობით ყინვიან დღეებში ავტომობილის მართვას ბევრად სასიამოვნოს ხდის.
• გაფართოებულ ზამთრის პაკეტში, აგრეთვე შედის საქარე მინის, და მინის საწმენდების სიმშვიდის ზონის ელექტროგათბობა, მინის ჩამოსარეცხი მფრქვევანების ელექტროგათბობა.



სრული ამძრავის ინტელექტუალური სისტემა (AWD)


ford

სრული ამძრავის ინტელექტუალურმა სისტემამ შეიძლება გადაიტანოს გამწევი ძალისხმევის 100%-მდე წინა ან უკანა ხიდზე მძღოლის მონაწილეობის გარეშე, მოძრაობის პირობებზე დამოკიდებულებით. ყველაზე რთულ პირობებშიც კი ავტომობილი შესანიშნავად იჭერს გზას და საუცხოო მართვადობას ავლენს.





უსაფრთხოების რეიტინგი «5 ვარსკვლავი» Euro NCAP


ford

ახალი Kuga, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, აღჭურვილია უსაფრთხოების შესანიშნავი სისტემებით, რომლებიც მოიცავენ ყველაფერს: უსაფრთხოების 7 ბალიშიდან ავტომატური დამუხრუჭების (ACS) მოწინავე სისტემამდე, - რამაც უსაფრთხოების უმაღლესი რეიტინგის დადასტურების საშუალება მისცა.

Bookmark & Share