მახასიათებლები

  • მართვა

    ავტომობილი, რომელიც კონტროლის შეგრძნებას განიჭებთ.



    გონივრული ტექნოლოგიებისა და დიზაინის მეშვეობით Focus ავტომობილში გატარებულ თითოეულ წუთს მაქსიმალურად კომფორტულს, უსაფრთხოს და სასიამოვნოს ხდის. ინოვაციური ტექნოლოგიები კი უზრუნველყოფენ იმას, რომ მართვისას ისევე იყოთ დაკავშირებული გზასთან, როგორც თქვენს მუსიკასთან, შეტყობინებებთან და სატელეფონიო ზარებთან.


    ინოვაციური ტექნოლოგიები კი უზრუნველყოფენ იმას, რომ მართვისას ისევე იყოთ დაკავშირებული გზასთან, როგორც თქვენს მუსიკასთან, შეტყობინებებთან და სატელეფონიო ზარებთან.

    უახლესი უკონტაქტო ტექნოლოგია

    fordFord SYNC 2 ხმოვანი მართვისა და სენსორული ეკრანის მეშვეობით საინფორმაციო-გასართობ სისტემას ერთი ნაბიჯით აწინაურებს ამატებს რა დამატებით 8" ფერად სენსორულ ეკრანს. ეს მაღალი გადაწყვეტილების მქონე ეკრანი იძლევა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციის ინტუიციური კონტროლის შესაძლებლობას, როგორიცაა ტელეფონი, აუდიო, კლიმატ კონტროლი და დამატებითი ნავიგაცია ხმის ან შეხების მეშვეობით.


    პარკირება უფრო ადვილი გახდა

    ford

    პარკირებისას აქტიური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა პარალელურ და პერპენდიკულარულ პარკირებას წარმოუდგენლად ადვილს ხდის: თქვენ ძალისხმევის გარეშე შეძლებთ თქვენი Focus-ის პარკირებას შევსებულ მრავალდონიან სადგომზეც კი. სისტემა აუცილებელი სივრცის სწრაფად პოვნის, ხოლო შემდეგ - საჭის მართვის მეშვეობით უკანა სვლით პარკირების ადგილზე შესვლის შესაძლებლობას იძლევა. Focus-ის კიდევ ერთი ღირსებაა —პარკირებიდან გამოსვლისას დახმარების სისტემა, რომელიც დაგეხმარებათ ადვილად გამოხვიდეთ ყველაზე ვიწრო სივრციდანაც კი.


    გადართეთ სიჩქარეები სწრაფად, თითის წვერების მეშვეობით

    ford

    აირჩიეთ ავტომატური ტრანსმისია და მიიღეთ გადაცემათა გადამრთველი ბერკეტი. ბერკეტები დამონტაჟებულია საჭის თითოეულ მხარეს, მარჯვენია მხარეს მაღალ გადაცემაზე გადასართავი, ხოლო მარცხენა მხარეს დაბალ გადაცემაზე გადასართავი ბერკეტები საშუალებას გაძლევთ ადვილად გადართოთ გადაცემა თითის მარტივი მოძრაობით.



    Ford-ის გადაცემათა გადართვა. სწრაფი და ეკონომიური საწვავის თვალსაზრისით

    ford

    აერთიანებს რა ავტომატიკის მოხერხებულობას მექანიკურ მართვასთან, მოწინავე ექვს-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი წინასწარ არჩევს სიჩქარეს და თქვენ არ გიწევთ სიმძლავრის დაკარგვა მასზე გადართვისას. PowerShift-ის ელვასავით სწრაფი უზადო სიჩქარის გადართვა ტარებას უფრო შეუფერხებელს ხდის და ამავდროულად ზოგავს საწვავს და ამცირებს CO2 ემისიებს ჩვეულებრივ ავტომატიკასთან შედარებით.


    დახმარება მაღალ სიჩქარეზე დასამუხრუჭბლად

    fordაქტიური დამუხრუჭების სისტემა არის უსაფრთხოების ინოვაციური დეტალი, რომელიც მოქმედებს მაშინ, როცა 50კმ საათზე მეტი სიჩქარით მოძრაობთ (მაგალითად ტრასაზე). ტექნოლოგია იყენებს RADAR-ს წინ არსებული გზის დასასკანირებლად და თუ აღმოაჩენს შეჯახების ალბათობას, ის გაგაფრთხილებთ თქვენ. თუ თქვენ არ მოახდენთ რეაგირებას სისტემა აძლიერებს ზეწოლას მუხრუჭებზე, რომ დაგეხმაროთ შენელებაში. 50 კმ საათზე ნაკლები სიჩქარის შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ სხვა ტექნოლოგია: Active City Stop. ამ ორი ტექნოლოგიის კომბინაცია უზრუნველყოფს დამუხრუჭების დახმარებას სიჩქარეების მთლიან დიაპაზონში.


    ამჩნევს ავტომობილს, რომელიც თქვენ შესაძლოა ვერ შეამჩნიოთ

    ford

    Cross Traffic Alert (ავტომობილის უკან განივი მიმართულებით მოძრავი ობიექტების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემა) არის სრულიად ახალი ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს მხედველობის მკვდარ ზონაში არსებული ავტომობილის შესახებ ინფორმირების სისტემის (BLIS) ნაწილს. როცა უკუსვლით გამოგყავთ ავტომობილი და თქვენს მიერ მოძრაობის დანახვის შესაძლებლობები შეზღუდულია, Cross Traffic Alert-ს შუძლია დააფიქსიროს მომავალი ავტომობილი და მოგცეთ ხმოვანი გაფრთხილება. ტექნოლოგია აგრეთვე ანათებს შუქს უკანა ხედვის სარკეზე (მარჯვნივ ან მარცხნივ მოძრაობის მიმართულების მიხედვით).


    თქვენს Focus-ს მხედველობიდან არ გამოეპარება არც ერთი დეტალი

    ford

    «ბრმა» ზონების (BLIS) მონიტორინგის სისტემა საშუალებას გაძლევთ დამაჯერებლად გადაეწყოთ საგზაო ნაკადში. რადარი ავტომობილის ორივე მხრიდან «ბრმა» ზონების სკანირებას ახდენს, თქვენი მხედველობის არეალის გარეთ მყოფი ობიექტის აღმოჩენისას გვერდით სარკეზე შესაბამისი მხრიდან ინთება მაშუქი ინდიკატორი. BLIS სისტემის კიდევ ერთი ოპციაა —გაფრთხილება ტრანსპორტის მოძრაობის შესახებ პარკირებიდან გამოსვლისას.


    გეხმარებათ დაინახოთ სხვებისთვის თვალების მოჭრის გარეშე

    fordღამით მოძრაობის დამხმარე საშუალება, Auto High Beam (შორი ნათების ახლო ნათებაზე ავტომატური გადართვის სისტემა) დროებით ამცირებს წინა ფარების ნათებას, როცა აღმოაჩენს შემხვედრ ზოლზე მოძრაობას ან წინ მიმავალ ავტომობილს, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა მძღოლებითის თალების მოჭრა. შემდგომ ნათება ავტომატურად მატულობს, რაც მაქსიმალურ ხილვადობას უზრუნველყოფს. Auto High Beam ხელმისაწვდომია არჩევითი ვარიანტის სახით Lane Keeping Alert-ის (მოძრაობის ზოლის შენარჩუნების სიგნალიზაცია) მსგავსად (იხილეთ დაცულობისა და უსაფრთოების გვერდი).


    დაღლილი ხართ? მძღოლის გამაფრთხილებელ სიგნალიზაციას შეუძლია აღმოაჩინოს ეს

    fordმძღოლის გამაფრთხილებელი სიგნალიზაცია აკონტროლებს თქვენს ქცევას მართვისას. ის შექმნილია იმისთვის, რომ გამოავლინოს დაღლილობით გამოწვეული ნებისმიერი ცვლილება.თუ სისტემა გამოავლენს, რომ თქვენი სიფხიზლე კლებულობს, გამაფრთხილებელი პიქტოგრამა გამოჩნდება ეკრანზე და გთავაზობთ შესვენებას. თუ თქვენი სიფხიზლე განაგრძობს კლებას, შეტყობინება განმეორდება ხმოვან სიგნალთან ერთად.


    უახლესი სისტემა, რომელიც გეხმარებათ ზოლში დარჩენაში

    ford

    Lane Keeping System (მოძრაობის ზოლის შენარჩუნების სისტემა) იყენებს წინ მიმართულ კამერას, რომლის დანიშნულებაა გამოავლინოს შემთხვევით ხომ არ უხვევთ ზოლიდან. მოძრაობის შენარჩუნების სიგნალიზაცია გაფრთხილებთ საჭის ვიბრაციის და ვიზუალური გაფრთხილების მეშვეობით. თუ ნელა რეაგირებთ ან ვერ მოასწრებთ რეაგირებას, ზოლის შენარჩუნების ფუნქციას შეუძლია აამოქმედოს დახმარება კურსის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოდ დაგაბრუნოთ სწორ ზოლში. ტექნოლოგია გამიზნულია მრავალ ზოლიანი გზებისთვის (ტრასებისთვის) და 43 მილი საათში ნაკლებ სიჩქარის შემთხვევაში ავტომატურად ხდება მისი დეაქტივაცია ან შესაძლებელია ხელით გამორთვაც.


    ხედავს საგზაო ნიშნებს, რომლებიც თქვენ შეიძლება ვერ შეამჩნიოთ

    ford

    მიუხედავად იმისა, საგზაო ნიშნები გზის კიდეზეა თუ მის ზემოთ, მუდმივია თუ დროებითი, საგზაო ნიშნების ამოცნობის საშუალებას შეუძლია მათი იდენტიფიცირება. გამოჩნდება ამ სიჩქარის ან „გადასწრება დაუშვებელია" ნიშნის მაჩვენებელი პიქტოგრამა ინსტრუმენტების პანელზე და იცვლება თქვენს მიერ ახალი შეზღუდვაში გადასვლისას.



    კრუიზ-კონტროლი სიჩქარის შეზღუდვის ფუნქციით

    ford

    ახალი Ford Focus-ის კრუიზ-კონტროლის ფუნქცია ინარჩუნებს თქვენს მიერ არჩეულ მოძრაობის სიჩქარეს. გარდა ამისა, სისტემა მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარის დაყენების საშუალებას იძლევა და თავიდან გაცილებთ მისშემთხვევით გადამეტებას. დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება შეიძლება მხოლოდ კიკ-დაუნ რეჟიმში,რის შემდეგაც სისტემა ბრუნდება აქტიურ მდგომარეობაში.



    გეხმარებათ უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაში

    fordინსტრუმენტების პანელს გააჩნია დისტანციის მაჩვენებელი. ის უწყვეტი სახით აჩვენებს წინ მიმავალ ავტომობილთან არსებულ დაშორებას და ანათებს ფერადი პიქტოგრამების სისტემას მიახლოების თქვენს მიერ არჩეული პარამეტრების მიხედვით. დისტანციის მაჩვენებელს შეუძლია გიჩვენოთ წითელი გამაფრთხილებელი ნიშანი, თუ წინ მიმავალ ავტომობილს ძალიან მიუახლოვდებით.


    სინათლის ინტელექტუალური ადაპტური მართვა

    fordიქსენონური მაშუქები აღჭურვილია ადაპტური განათების ინოვაციური სისტემით, რომელიც ერგება საგზაო სიტუაციას. მოძრაობის პირობების მიხედვით ეს სისტემა ავტომატურად არჩევს განათების ოთხი არსებული სქემიდან ერთს. აგრეთვე სისტემა აღჭურვილია ვირაჟული მაშუქებით, რომელნიც ანათებენ ავტომობილის მოხვევის დროს მცირე სიჩქარეებზე მოძრაობისას.

  • მუშაობა და ეფექტურობა

    ძალა და ეფექტურობა: ისიამოვნეთ ორივე მათგანით


    ძრავის ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს Focus-ში, ამცირებს საექსპლუატაციო ხარჯებს და ემისიებს და ამავდროულად გააჩნია მუშაობისა და სიმძლავრის მაღალი დონე.

    ხაზი უკვე შეიცავს 1.5 ლიტრიან EcoBoost-ის და 1.5 ლიტრიან TDCi დიზელის ძრავის ალტერნატივებს. ორივე მათგანს გააჩნია ვტომატური სტარტ-სტოპი და გაუმჯობესებულია საწვავის ეკონომიის მაჩვენებლები მთელს სპექტრში.

    ყველა ახალი ძრავი დაპროექტებულია იმგვარად, რომ აკმაყოფილებს Euro 6-ის ემისიის მკაცრ სტანდარტებს. ხოლო მძლავრი 1.0 ლიტრიანი EcoBoost-ის ძრავი ამცირებს CO2-ის ემისიებს 100გ/კმ-მდე.

    1.0l EcoBoost

    ford

    გასაოცარი სიმძლავრის 1.0-ლიტრიანი EcoBoost-ის ძრავი უზრუნველყოფს 100 გ/კმ-ზე ნაკლებ CO2-ის ემისიებს: პირველი არაჰიბრიდული ავტომობილი მსგავსი დაბალი ემისიით.




    ძალა და ეფექტურობა მაჩვენებლების გაუარესების გარეშე

    ford

    1.5ლ EcoBoost წარმოადგენს EcoBoost-ის წარმატებული სპექტრის ახალ დანამატს. განხორციელდა ძრავის ზომის გონივრულად შემცირება 1.6ლ EcoBoost,-დან, რომ უზრუნველყოფილი იყოს უფრო დაბალი ემისიები და საწვავის ეკონომია… სიმძლავრის შემცირების გარეშე. ხელმისაწვდომია 150PS ან 180PS ვარიანტებში და გადაცემათა 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფის შემთხვევაში. ავტომატური ვარიანტი ხელმისაწვდომი იქნება 2015 წლის გაზაფხულიდან.


    სრულიად ახალი ალტერნატივა

    ford

    1.5ლ TDCi არის ახალი ძრავი. 1.6ლ TDCi გთავაზობთ იმავე სიმძლავრეს 95PS-ზე, მაგრამ სიმძლავრე იზრდება 120PS-ზე (115PS-დან) და მაქსიმუმამდე ადის საწვავის ეკონომია და ემისიების შემცირება. ძრავი ამჟამად ხელმისაწვდომია 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ხოლო 2015 წლის გაზაფხულიდან კი ხელმისაწვდომი იქნება 120PS ავტომატური ტრანსმისიით.

    2.0 ლ დიზელის ძრავიც ახალ დეტალს წარმოადგენს და ხელმისაწვდომია 150PS-ში 6-სიჩქარიანი მექანიკური ან ძალოვანი გადაცემის ავტომატური ტრანსმისიით. დიზელის ახალ ძრავში მნიშვნელოვნად შემცირებულია ემისიები 2.0ლ დიზელის იმ ძრავთან შედარებით, რომლის ჩანაცვლებაც მოხდა.


    მოხვევის მაქსიმალური კონტროლი

    ford

    ბრუნვის მომენტის კონტროლი აბალანსებს ძრავის ბრუნის მომენტს წინა თვლებს შორის, რომ მოერგოს გზის ზედაპირს და მოძრაობის პირობებს. მუშაობს წამში 100-ჯერ და სისტემა 33-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე თვალის ერთი დახამხამება, რაც ნიშნავს უფრო მეტ მოჭიდებას და ულტრა-ზუსტ მართვას, რასაც აღმოაჩენთ მოსახვევებში აჩქარებისას.



    გადაცემათა გადართვა, რომელიც უფრო ეკონომიურია საწვავის თვალსაზრისით

    ford

    ინსტრუმენტების პანელზე არსებული განათებული ისარი გირჩევთ, თუ როდის უნდა გადართოთ სიჩქარე საწვავის მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ მარტივი მაგრამ ბევრად ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ თქვენი მგზავრობა უფრო ეკონომიური გახდეს.



    გეხმარებათ უფრო ეფექტურად მართვაში

    ford

    Ford-ის ინოვაციური ეკო რეჟიმის სისტემა უწყვეტი სახით აფასებს თქვენს მიერ მართვისგავლენას საწვავის ხარჯზე. სისტემა აკეთებს სიჩქარის, სიჩქარეთა გადაცემის, დამუხრუჭების და მოლოდინის რეჟიმის ანალიზს, პლიუს მოკლე და გრძელი მგზავრობების რაოდენობის ანალიზს. გონიერი კომპიუტერული პროგრამა გკარნახობთ, თუ როგორ გააუმჯობესოთ საწვავის ეკონომია.



    გამოიყენეთ ნაკლები საწვავი ავტომატური სტარტ-სტოპთან ერთად

    ford

    როცა თქვენი Focus ჩერდება შუქნიშანთან ან რიგში გიწევთ დგომა, ავტომატურ სტარტ-სტოპს შეუძლია ავტომატურად გამორთოს ძრავი (ხოლო ენერგია კვლავ მიეწოდება ისეთ დეტალებს, როგორიცაა ვენტილაცია, რადიო და Ford SYNC). როცა მზად ხარ ავტომობილის დასაძრავად, აუშვით გადაბმულობა და აირჩიეთ პირველი გადაცემა ჩვეულებრივ და სისტემა ამუშავდება. ავტო სტარტ-სტოპი განსაკუთრებით ეფექტურია ქალაქის ქუჩებში.


    დატენეთ აკუმულატორი უფრო ეფექტურად

    ford

    ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებით, გონიერი რეგენერაციული დატენვა ტენის აკუმულატორს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს სჭირდება და როცა ეს შესაძლებელია არ ტენის მას აქსელერატორზე ფეხის დაჭერისას. ეს დაგეხმარებათ მეტი საწვავის დაზოგვაში და ემისიების დამატებით შემცირებაში.



    უკეთესი აეროდინამიკა გაუმჯობესებული ეკონომიისთვის

    ford

    როცა ნელა ატარებთ, ცხაურის საფარის სისტემა ინარჩუნებს სავენტილაციო სისტემას ღია მდგომარეობაში ძრავის გასაგრილებლად. ხოლო როცა სიჩქარეს უმატებთ, ის იხურება ავტომატურად, რაც აუმჯობესებს აეროდინამიკას და გეხმარებათ საწვავის დაზოგვაში. დროთა განმავლობაში ამ ტექნოლოგიას შეუძლია მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს.


  • კომფორტი და მოხერხებულობა

    შექმნილია თქვენი საჭიროებების მიხედვით


    გონივრული დიზაინის შედეგად საუცხოოდა გამოყენებული სივრცის თითოეული კვადრატული მილიმეტრი, რაც მაქსიმალურად ზრდის კომპაქტური ავტომობილის მოხერხებულობასა და კომფორტს.

    ყველა ფუნქციის მართვა საჭის სვეტზე

    ford

    სამქიმიანი საჭის რგოლი, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული ახალი Ford Focus-თვის, გამოირჩევა ერგონომიური დიზაინით. მისი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ხელსაწყოთა პანელის საუკეთესო ხილვადობას და ადვილ წვდომას მართვის თითოეულ ელემენტთან. თქვენი მგზავრობა Focus-ით უფრო კომფორტული რომ გახდეს, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ საჭე



    მოსახერხებელი სექცია მობილური მოწყობილობებისთვის

    ენტრალურ კონსოლზე სიჩქარეთა გადართვის ბერკეტის წინ გათვალისწინებულია სექცია სმარტფონებისთვის და სხვა მობილური მოწყობილობებისთვის. თქვენს განკარგულებაშია USB-პორტი გაჯეტების მისაერთებლად და დასამუხტად, აგრეთვე ჩამოსრიალების საწინააღმდეგო რეზინის ზედაპირი, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას მოძრაობის დროს.



    გასაღების გარეშე ნიშნავს მარტივს

    ford

    Ford-ის უგასაღებო სისტემა გაძლევთ თქვენი ავტომობილის ჩაკეტვის და გაღების შესაძლებლობას ჯიბიდან ან ჩანთიდან გასაღების ამოღების გარეშე: იდეალურია, როცა ხელები დაკავებული გაქვთ.




    ავტომობილის გაშვება ღილაკზე ერთი დაჭერით


    fordახლა აღარ არის გასაღების გამოყენების აუცილებლობა. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს Ford Power დაჭერილი გადაბმის სატერფულით (ან მუხრუჭის სატერფულით, თუ ავტომობილი აღჭურვილია გადაცემათა ავტომატური კოლოფით) და თქვენი Focus დაიქოქება.




    ავტომობილი თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის

    fordFord MyKey® სისტემით თქვენ ადვილად შეძლებთ ათხოვოთ თქვენი ავტომობილი მეგობარს ან ნათესავს. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს Focus-ის სხვადასხვა გასაღებების მქონე პირებს დააყენონ სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი, ააწყონ უსაფრთხოების ღვედის სიგნალიზატორი და აკონტროლონ მუსიკის ხმის სიძლიერეც კი. გასაღების Focus-ის გარკვეულ ოპციებთან «მისაბმელად», ჩააყენეთ ის ანთების საკეტში, დაქოქეთ ავტომობილი, ხოლო შემდეგ დააყენეთ შეზღუდვები. თქვენი «მთავარი» გასაღები იმუშავებს შეზღუდვების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ დამატებითი გასაღებები Focus-ის ფუნქციებთან წვდომის ნებისმიერი დონით.


    ავტომატური მინის საწმენდები წვიმის გადამწოდებით


    ford

    მინის საწმენდები წვიმის გადამწოდებით ჩაირთვებიან საქარე მინაზე ტენის გაჩენისას, ისინი თვითონ არეგულირებენ თავისი მოძრაობის სიჩქარეს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გადამწოდის მგრძნობელობის ექვსი დონიდან ერთი, წვიმის ინტენსიურობის მიხედვით.



    გვერდითი სარკეები დაკეცვის ელექტროამძრავით

    ford

    როდესაც თქვენ ტოვებთ მანქანას პარკირების ადგილზე, ელექტროამძრავიანი სარკეები ავტომატურად იკეცება. ეს არამარტო სარკის ზედაპირის, არამედ ჩაშენებული ინდიკატორების დაცვის საშუალებას იძლევა.




    Ford Easy-Fuel შეუფერებელი საწვავისგან დასაცავად

    fordFord Easy-Fuel სისტემით პრაქტიკულად შეუძლებელია ავტომობილის შეუფერებელი საწვავით გამართვა: თქვენ უბრალოდ ვერ შეძლებთ ავზის ჭრილში სხვანაირი გასამართი პისტოლეტის ჩადგმას. Ford Easy-Fuel-ში არ არის თავსახური და ამით უფრო მოსახერხებელი ხდება გამართვის პროცესი.




    Quickclear საქარე მინის სწრაფად გასაწმენდად

    ford

    Quickclear ინტელექტუალური ტექნოლოგია საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაემართოთ გზაზე ყინვიან დილას. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და სისტემა გამოადნობს საქარე მინას რამდენიმე წამში დაბალი ტემპერატურის დროსაც კი.

  • დაცვა და უსაფრთხოება

    ერთადერთი ავტომობილი, რომელმაც ოთხჯერ მოიპოვა NCAP უსაფრთხოების ჯილდო


    Ford Focus არის პირველი ავტომობილი, რომელმაც მოიპოვა Euro NCAP-ის უსაფრთხოების ოთხი ჯილდო, რომელიც არის უსაფრთხოების დამოუკიდებელი ორგანიაზაცია. ეს ჯილდოები გადაეცემათ უსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიების გამო. ჯილდო მიენიჭა ისეთ დეტალებს, როგორიცაა მძღოლის შეტყობინების სიგნალიზაცია, წინმავალის სიგნალიზაცია (ჩართულია ადაპტირებულ კრუიზ კონტროლში), აქტიური ქალაქში გაჩერების სისტემა და ზოლის შენარჩუნების სისტემა.

    Focus აგრეთვე აღიარებულია როგორც „საუკეთესო კლასში" „ოჯახის პატარა ავტომობილის" კატეგორიაში, მას შემდეგ რაც მიიღო 5-ვარსკვლავიანი შეჯახების შეფასება და მაღალი ქულები უსაფრთხოების 4 ძირითად სფეროში: ზრდასრული მგზავრი, ბავშვი მგზავრი, ფეხით მოსიარულე და უსაფრთხოებაში დახმარება.

    ეხლა იხილეთ მთელი რიგი მახასიათებლებისა, რაც Focus-ს უსაფრთხოს ხდის და დაგეხმარებათ უფრო უსაფრთხოდ ტარებაში.


    Euro NCAP Advanced-ის ჯილდოები უსაფრთხოებისთვის

    ford

    Active City Stop ტექნოლოგიამ მიიღო Euro NCAP Advanced-ის კომიტეტის პრესტიჟული ჯილდოები. Euro NCAP წარმოადგენს ავტომობილების უსაფრთხოების შეფასების ყველაზე გავლენიან დამოუკიდებელ ორგანიზაციას ევროპაში. კომიტეტი აღნიშნავს მხოლოდ იმ მოდელებს, რომელნიც აჩვენებენ ყველაზე მაღალ შედეგებს სპეციალურად ორგანიზებულ ქრაშ-ტესტებზე. Ford-ს აქვს Euro NCAP Advanced-ის შვიდივე ჯილდო უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგიებისთვის და ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ამ მიღწევით.


    უსაფრთხოების სისტემების ერთობლივი აქტივაცია წამის ნაწილებში

    ford

    ახალი Ford Focus აღჭურვილია უსაფრთხოების გაუმჯობესებული ინტელექტუალური სისტემით (IPS), რომელიც ავტომობილის ყველა უსაფრთხოების სისტემის მუშაობის კოორდინირებას ახდენს. IPS უზრუნველყოფს დაცვის უმაღლეს დონეს თქვენთვის და თქვენი მგზავრებისთვის.

    Focus-ის ხისტი ფოლადის კორპუსი უზრუნველყოფს დარტყმებისგან დაცვას, აგრეთვე ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების ექვსი ბალიშით. შეჯახებისას საჭის სვეტი იკეცება, ხოლო სატერფულები სცილდება დამაგრების ადგილებს, რომ მძღოლი ტრავმებისგან დაცული იყოს.


    შეინარჩუნეთ კონტროლი ნებისმიერ პირობებში

    ford

    კურსის მდგრადობის სისტემა (ESС) მუდმივად თვალყურს ადევნებს თქვენი ავტომობილის მოძრაობას. თუ ის დააფიქსირებს კურსიდან გადახრას (მაგალითად, მოცურებისას), ავტომობილის მდგომარეობას კორექტირებული იქნება და თქვენ შეინარჩუნებთ მასზე კონტროლს. ESС ახალ Focus-ში თავის თავში მოიცავს ოპციას Enhanced Transitional Stability, რომელიც უზრუნველყოფს უკეთეს მდგრადობას მანევრების დროს.

    აგრეთვე ESС სისტემაში შედის ოპცია Traction Control, რომელიც თვლების ბრუნვის გაკონტროლების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს საუკეთესო შეჭიდულობას გზასთან.

    ოპცია ნაგულისხმევად არის გააქტიურებული, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გამორთოთ Traction Control ნებისმიერ მომენტში. მისი გამორთვისას თვლები ბრუნავენ უფრო ჩქარა, რაც აადვილებს ავტომობილის მართვას დათოვლილ გზებზე, ქვიშიან მონაკვეთებზე და დაჭაობებულ რელიეფზე.


    თქვენს Focus შეუძლია დამუხრუჭება თქვენს მაგივრად

    ford

    უახლესი ტექნოლოგია Active City Stop საშუალებას აძლევს მძღოლს თავიდან აიცილოს შეჯახებები 50 კმ/სთ-მდე სიჩქარეებზე. სისტემა მუდმივად ზომავს მანძილს თქვენს Focus-სა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. თუ Active City Stop აღნიშნავს მანძილის მოულოდნელ შემცირებას, სისტემა ავტომატურად აამოქმედებს მუხრუჭებს.



    ინოვაციური სისტემები დამუხრუჭების გასაკონტროლებლად

    fordმუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა (ABS) და სამუხრუჭო ძალისხმევის განაწილების სისტემა (EBD) მუშაობენ ერთობლივად და უზრუნველყოფენ კონტროლის მაღალ დონეს დამუხრუჭებაზე. თვით სამუხრუჭო სისტემა, აგრეთვე გაუმჯობესებული იქნა, ახლა ის რეაგირებს მძღოლის მოქმედებაზე.



    ულტრაკაშკაშა ენერგოდამზოგავი ბიქსენონის მაშუქები

    ford

    ადაპტური ბიქსებობის მაშუქები ავტომატურად არჩევენ განათების სქემას ამა თუ იმ პირობებისთვის. ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა ძალისხმევის გარეშე იქნეს შერჩეული იდეალური განათება როგორც ავტომაგისტრალისთვის, ისე ქალაქის ქუჩებისთვისაც.



    შორი მანძილის ფარები. გეხმარებათ დაინახოთ სხვებისთვის თვალის მოჭრის გარეშე

    fordღამე მართვის დამხმარე საშუალება, შორი მანძილის ფარები იწვევს თქვენი ფარების ნათების დროებით შემცირებას, როცა აღმოაჩენს შემხვედრ ზოლზე მოძრაობას ან წინ მიმავალ ავტომობილს, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა მძღოლებისთვის თვალების მოჭრა. შემდგომ ნათება ავტომატურად მატულობს, რაც მაქსიმალურ ხილვადობას უზრუნველყოფს.



    უკანა ხედვის სარკე, რომელიც არ გაბრმავებთ

    ford

    დღეღამის ბნელ პერიოდში მგზავრობისას თქვენს უკან მომავალი ავტომობილების შუქი, შეიძლება აირეკლოს სარკეში და დაგაბრმავოთ. უკანა ხედვის ინოვაციური სარკე ავტომატური დაბურვით, რომელიც დაყენებულია Ford Focus-ზე, ავტომატურად ამოიცნობს მაშუქების შუქს და დაიბურება.




    შეხსენება შეუკრავი უსაფრთხოების ღვედების შესახებ

    ford

    ეს ფუნქცია ზრუნავს მგზავრების უსაფრთხოებაზე, როდესაც თქვენ საჭესთან ხართ. თუ ერთი მაინც ღვედი შეკრული არ არის, Focus შეგატყობინებთ ამის შესახებ ხმოვანი სიგნალის და ეკრანზე გაჩენილი შეტყობინების მეშვეობით.




    ოპერატიული შეტყობინება საბურავის გაუმართაობის შესახებ

    fordთუ მგზავრობის დროს თქვენი Focus-ის საბურავი დაკარგავს წნევას, საბურავებში წნევის კონტროლის სისტემა (TPMS) დაუყოვნებლივ გაგაფრთხილებთ ამის შესახებ: ინსტრუმენტების პანელზე აინთება შესაბამისი ინდიკატორი.




    მეტი კონტროლი ციცაბო აღმართებზე

    ford

    აღმართზე დაძვრისას დახმარების სისტემა (HLA) არ მისცემს თქვენს Focus-ს უკან დაგორების საშუალებას აღმართში დაძვრის დროს. ტექნოლოგიის მუშაობის საფუძველია — წნევის შენარჩუნება სამუხრუჭო სისტემაში დამატებით 2,5 წამით. ამგვარად თქვენ მიიღებთ მეტ დროს და შესაძლებლობას ავტომობილზე კონტროლისთვის. აგრეთვე ეს სისტემა სასარგებლოა გაჩერებისას და სრიალა ზედაპირზე შემდგომი მოძრაობისას.


    ტექნოლოგია, რომელიც ყველაფრის დანახვის საშუალებას იძლევა

    ford

    ჩაშენებულ გადამწოდებებიანი "ბრმა" ზონების მონიტორინგის სისტემა (BLIS) გაფრთხილებთ ავტომობილების შესახებ, რომელნიც მძღოლის ხილვადობის არეალის მიღმა იმყოფებიან. სისტემა თქვენი Ford Focus-ის ორივე მხრიდან ახდენს სივრცის სკანირებას. ისეთი ავტომობილის აღმოჩენისას, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, შესაბამისი მხრიდან გვერდით სარკეზე აინთება სასიგნალო ინდიკატორი. ეს საშუალებას მოგცემთ ბევრად დამაჯერებლად იგრძნოთ თავი ინტენსიური მოძრაობის მრავალზოლიან გზატკეცილებზე.


    უსაფრთხო კრუიზ-კონტროლი

    კრუიზ-კონტროლი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ და დააფიქსიროთ მოძრაობის სიჩქარე (25-დან 185 კმ/სთ-მდე**), აგრეთვე დააყენოთ მაქსიმალური მოძრაობის სიჩქარე, ძრავაში საწვავის მიწოდების კონტროლით, რაც თავიდან აგაცილებთ მის შემთხვევით გადაჭარბებას.

Bookmark & Share