მართვის გამოცდილება

Fiesta შექმნილია ისე, რომ თქვენ იყოთ მუდამ კავშირში

მოწინავე ტექნოლოგიები გეხმარებათ იმაში, რომ უსაფრთხოდ იყოთ დაკავშირებული გზასთან და თქვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან, რაც გაძლევთ ტარებით სიამოვნების მიღების საშუალებას.

Ford SYNC გაკავშირებთ თქვენს მუსიკასთან, ოჯახთან და მეგობრებთან ტელეფონით და ტექსტით, როცა მოძრაობთ.

მშვენიერი და თანამედროვე ინტერიერი, რომელიც სავსეა დიზაინის დეტალებით, გაკავშირებთ ისეთ მახასიათებლევთან, რომლებიც ამარტივებენ თქვენს ცხოვრებას, ხდიან მას უფრო სასიამოვნოს და კომფორტულს

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    Ford SYNC. ხელების გარეშე მართვის უმაღლესი ტექნოლოგია

    ford

    Fiesta-ს ერთ-ერთი გონივრული ახალი ტექნოლოგიაა Ford SYNC, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკონტროლოთ მუსიკა, განახორციელოთ ან მიიღოთ ზარები თქვენს მობილურზე, მარტივი, პირდაპირი ხმოვანი ბრძანებების საშუალებით. ტექსტების წაკითხვასთან ერთად, ის ასრულებს სიმღერებს, USB-დან ან MP3-დან და შეუძლია, გადაწეროს მუსიკა Bluetooth-თან თავსებადი მობილური ტელეფონიდან. ამ უმაღლესSYNC სისტემას გადაუდებელი დახმარებაც გააჩნია. ავტოკატასტროფის სავარაუდო მდგომარეობის შემთხვევაში, ეს ტექნოლოგია იყენებს თქვენს მობილურს, რომ დარეკოს გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან და აცნობოს მათ თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ.


    ინტეგრირებული ნავიგაცია უზრუნველყოფს თქვენ მისვლას დანიშნულების ადგილზე

    ford

    ახალ Fiesta-ს აქვს სრულად ინტეგრირებული სატელიტური ნავიგაციის სისტემა, 5 დიუმიანი ფერადი ეკრანითა და DAB აუდიო სისტემით, რომელიც რეაგირებს დროის რეალური რეჟიმის მოძრაობის სიჩქარესა და მოძრაობის უახლეს პირობებზე, რათა მოგაწოდოთ ადგილზე მისვლის უფრო ზუსტი სავარაუდო დრო და სამარშრუტო ინფორმაცია.



    ავტომობილის უზრუნველი ერთობლივი გამოყენება MyKey-ს საშუალებით

    ford

    Ford MyKey წარმოადგენს ინოვაციურ პროგრამირებად მახასიათებელს, რომელიც ხელს უწყობს მანქანის უფრო უსაფრთხო მართვას. MyKey საშუალებას გაძლევთ, შეუკვეთოთ მანქანის მოწყობილობები, ინდივიდუალურ მომხმარებელზე მოსარგებად. ამრიგად, თუ მანქანას ვინმეს ათხოვებთ, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სიჩქარის მაქსიმალურ ზღვარი, უსაფრთხოების ღვედის შეხსენების რეჟიმი, და აუდიო სისტემის ხმაც კი აკონტროლთ. ეს ინოვაციური ახალი ტექნოლოგია შექმნილია მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოებისთვის და მოაქვს სულიერი სიმშვიდე.


    გაწმინდეთ საქარე მინა Quickclear-ით

    ford

    ეს გონიერი მახასიათებელი შექმნილია ისე, რომ მალე შეძლოთ ავტომობილით გამგზავრება ყინვიან დილას. უბრალოდ თითი დააჭირეთ ღილაკს და გაყინული მინა წამებში გალღვება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა გარეთ ტემპერატურა ნულ გრადუს ქვემოთაა.



    Ambiente განათება უფრო თანამედროვე ინტერიერისთვის

    ford

    რბილი წითელი ნათება Fiesta-ს ინტერიერს აძლევს თბილ და მოდურ ელფერს.





    დააყენეთ თქვენთვის სასურველი ტემპერატურა

    ford

    ტემპერატურის ელექტრონული ავტომატური კონტროლის (EATC) მეშვეობით თქვენ იჩევთ ინტერიერის სასურველ ტემპერატურას და სისტემა ინარჩუნებს მას ჰაერის კონდიცირებასთან ერთად.




    ინოვაციური ცენტრალური დაფა გაძლევთ კონტროლის საშუალებას

    ford

    წამყვანი, მრავალფუნქციური ცენტრალური პულტი საშუალებას გაძლევთ გაძლევთ აკონტროლოთ ავტომობილის სისტემები ერთი ადგილიდან. ყველა ფუნქცია გარკვევითაა მოცემული ეკრანზე და მათზე წვდომა შესაძლებელია საჭეზე განთავსებული ღილაკების მეშვეობითაც.



    ფარები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება

    ford

    Fiesta-ს გააჩნია სენსორები, რომლებიც ამჩნევენ დღის შუქის შემცირებას ან განათების პირობების უეცარ შეცვლას, მაგალითად როცა გვირაბში შედიხართ. ისინი ავტომატურად ირთვება, რაც ტარებას მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.



    კარის სარკეები, რომლებიც დაცულია დაზიანებისგან

    ford

    შემთხვევითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად ავტომობილის ჩაკეტვისას ელექტრონული დაკეცვადი სარკეები ავტომატურად იკეცება შიგნით (ან როცა თქვენ იყენებთ სარკის რეგულირების ჩამრთველს). უკან გადაკეცვით ისინი აგრეთვე იცავენ ინტეგრირებულ ინდიკატორებს.



    Fiesta გაგინათებთ გზას კარებამდე

    ford

    სახლში ღამით დაბრუნებისას, თქვენ უბრალოდ ანთებთ მარცხენა ჩამრთველს და Home Safe-ის ფარები ანთებული დარჩება 30 წამის განმავლობაში და გაგინათებთ გზას. ეს მახასიათებელი სტანდარტულია მთელ სპექტრში.



    დამატებითი კომფორტი რეგულირებადი, გათბობიანი სკამებით

    ford

    როგორი პირობებიც არ უნდა იყოს გარეთ, თქვენ თავს კომფორტულად იგრძნობთ Fiesta-ში. წინა სკამები სრულად რეგულირებადია, ასე რომ მიუხედავად იმისა, მძღოლი ხართ თუ მგზავრი, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ ის პოზიცია, რომელიც უფრო კომფორტულია თქვენთვის. ხოლო წინა სკამებით, რომლებსაც გათბობა აქვთ, თბილად იქნებით ყველაზე ცივ ამინდშიც კი.

  • მართვის ტექნოლოგია

    გასაღების გარეშე ნიშნავს დაბრკოლებების გარეშე

    ford

    Ford-ის უგასაღებო სისტემა საშუალებას გაძლევთ ჩაკეტოთ და გააღოთ თქვენი მანქანა ჯიბიდან ან ჩანთიდან გასაღების ამოღების გარეშე. იდელურია, როცა ხელები დაკავებული გაქვთ




    დაძარით Fiesta ღილაკზე თითის დაჭერით

    ford

    Fiesta ავტომატურად გრძნობს მისი უნიკალური გასაღების ფუტლიარს, იმ შემთხვევაშიც, თუ ის თქვენს ჩანთაში ან ჯიბეშია. უბრალოდ დააჭირეთ ფორდის Power Starter-ის ღილაკს და ძრავი ამუშავდება




    უფრო მარტივი და უსაფრთხო უკუსვლა

    ford

    ბოძები, ველოსიპედები, დაბალი კედლები…უკანა ხედვის კამერა გიჩვენებთ ყველაფერს, რაც თქვენს უკან არის იმ ეკრანზე, რომელიც ცენტრალურ პანელშია ჩაშენებული. იმ საგნების ჩვენებასთან ერთად, რომლებიც შესაძლოა, რომ ვერ შეამჩნიოთ, სისტემა გიჩვენებთ ვირტუალურ ხაზებს, რომლებიც ვიწრო სივრცეებში პარკირებაში დაგეხმარებათ. კამერის აქტივაცია ავტომატურად ხდება, როცა თქვენ უკუსვლას ირჩევთ.



    სენსორები, რომლებიც ხსნიან პარკირების სირთულეს

    ford

    პარკირების მანძილის სენსორები დაგეხმარებათ თქვენს მანქანასა და თქვენს უკან ან წინ არსებულ დაბრკოლებას შორის მანძილის განსაზღვრაში, რომ უფრო თავდაჯერებულად შეძლოთ პარკირება. სენსორები საგნის აღმოჩენის შემთხვევაში გამოსცემს ხმოვან გაფრთხილებას, რომელიც მძაფრდება რაც უფრო უახლოვდებით ამ საგანს.



    მარტივი მანევრირება და კრუიზი

    ford

    საჭის ელექტრონული მართვა (EPAS) ავტომატურად რეგულირდება, რომ უზრუნველყოს უფრო მარტივი და მსუბუქი მართვა, როცა თქვენ ავტომობილის პარკირებას ახორციელებთ ვიწრო ადგილებში და უფრო მტკიცე მართვა ტრასაზე უფრო მეტი კონტროლისთვის. საჭით გაძლიერებული მართვისაგან განსხვავებით, რომელიც უწყვეტად მუშაობს და მოიხმარს ენერგიასა და საწვავს, ჩვენი EPAS მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საჭიროა და უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიას.



    კრუიზ კონტროლი ხანგრძლივად ტარებას უფრო კომფორტულს ხდის

    ford

    თუ ტრასაზე მოძრაობთ, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ სიჩქარე საჭეზე არსებული ღილაკების მეშვეობით. ამის შემდეგ სისტემა ინარჩუნებს სიჩქარეს და თქვენ არ გჭირდებათ აქსელერატორზე ფეხის მუდმივად დაჭერა. უფრო სწრაფად და ნელა სატარებლად თქვენ დაგჭირდებათ იგივე მექანიკური კონტროლის გამოყენება.

Bookmark & Share