ტექნოლოგიები

ახალმა Ford Explorer-მა გააერთიანა მოწინავე ტექნოლოგიები, ელეგანტური დიზაინი და გაზრდილი სიმძლავრე, რათა უზრუნველყოს მძღოლებისთვის კომფორტის და ტარების სიამოვნების აბსოლუტურად ახალი დონე. ახალი Ford Explorer აღჭურვილია თექვსმეტი ახალი ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას გაძლევთ თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ გზაზე.

  • დინამიკა და მართვა

    fordCyclone™ 3.5-V6 249 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის ძრავის და 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის წყალობით Ford Explorer უზრუნველყოფს საწვავის ეკონომიურობის ერთერთ საუკეთესო მაჩვენებელს თავისი კლასის ავტომობილებში ძრავით V6 – 8,8 ლ/100 კმ პირობითი მოძრაობის ციკლის მიხედვით. ასეთი შეთავსების მიღწევა აირის განაწილების (Ti-VCT) რეგულირებადი ფაზების მეშვეობით მოხერხდა, რაც ძრავის ზუსტად მართვის საშუალებას იძლევა როდესაც სურვილისამებრ იღებთ ეკონომიურობას ან სიმძლავრეს.

  • კომფორტი და მოხერხებულობა

    საბარგულის გახსნა Hands free ფუნქციით

    ford

    ფეხის ერთი მოძრაობა საკმარისია იმისთვის, რომ სპეციალურმა გადამწოდმა უკანა ბამპერის ქვეშ გააქტიუროს საბარგულის გახსნა. ამისთვის საჭიროა თან გქონდეთ ავტომობილის გასაღები. ეს ტექნოლოგია გამოგადგებათ, როდესაც გჭირდებათ საბარგულის გახსნა, ხოლო ხელები დაკავებული გაქვთ ტელეფონით ან შენაძენებიანი პაკეტებით.



    უგასაღებო წვდომა

    fordდაივიწყეთ გასაღების ხანგრძლივი ძებნა ჩანთაში ან ჯიბეებში. საკმარისია გასაღები თან გქონდეთ, რომ სისტემამ Keyless Entry ავტომატურად აღმოაჩინოს ის და განბლოკოს კარებები.




    მულტიკონტურული სავარძლები

    ford

    თქვენ არ გენდომებათ მგზავრობის დასრულება, როდესაც ზიხართ კომფორტულ მულტიკონტურულ სავარძელში Ford Explorer და ტკბებით მასაჟის ფუნქციით. მულტიკონტურული სავარძლები უზრუნველყოფენ დამატებით საყრდენს, რათა თქვენ მოხერხებულად იგრძნოთ თავი მგზავრობის ხანგრძლივობისგან მიუხედავად.




    საჭის სვეტის და სატერფულების კვანძის ელექტროამძრავი

    ford

    იპოვეთ საჭის ყველაზე მოსახერხებელი მდგომარეობა, სვეტის გადაადგილებით ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების გასწვრივ ელექტროამძრავის მეშვეობით. ახალ Ford Explorer-ში თქვენთვის ასევე ხელმისაწვდომია სატერფულების კვანძი ელექტროამძრავით. ის დაეხმარება ნებისმიერი სიმაღლის მძღოლს კომფორტულად იგრძნოს თავი საჭესთან.



    მესამე რიგის ავტომატური დაკეცვა


    ford

    ადგილი ახალ Ford Explorer-ში საკმარისია შვიდი მგზავრისთვის. ეს თავის კლასში ყველაზე დიდი გაბარიტების და დასაკეცი მესამე რიგის სავარძლების წყალობით გახდა შესაძლებელი.

    LIMITED-ის კომპლექტაციიდან დაწყებული მესამე რიგის სავარძლები ელექტრო დაკეცვის სისტემით არის აღჭურვილი. დაკეცილ მდგომარეობაში სავარძლების მესამე რიგი საბარგულის მოცულობის 1229 ლიტრამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.



    SYNC 2

    ford

    Ford Explorer-ის ყველა მედია რესურსის მართვა გაერთიანებულია მეორე თაობის ერთ მულტიმედიურ სისტემაში SYNC და თავმოყრილია 8-დიუმიან ეკრანზე. მუსიკა, კავშირი და ნავიგაცია ახლა ემორჩილებიან როგორც ხმით გაცემულ ბრძანებებს, ისე ხელით მართვასაც. SYNC 2 საშუალებას იძლევა:


    – ხმამაღალი კავშირის რეჟიმში გაუშვათ და მიიღოთ ზარები,

    – ხმით გაცემული ბრძანებების მეშვეობით გადართოთ რადიოსადგურები და ტრეკები,

    – გქონდეთ სწრაფად წვდომა ნავიგაციის სისტემასთან,

    – არეგულიროთ კლიმატ-კონტროლის სისტემა.


    USB-შესაერთებელი

    ford

    თანამედროვე სამყაროში ციფრული მოწყობილობების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. მაგრამ თითოეული მათგანი ადრე თუ გვიან განიმუხტება. რამდენიმე USB-როზეტი მძღოლის და უკანა სავარძლის მგზავრებისთვის არის განკუთვნილი. 2,5 ამპერამდე გაზრდილი დენის ძალის გამო დამუხტვის პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად ხდება. USB-პორტების მეშვეობით თქვენ არამარტო თქვენი მოწყობილობების დამუხტვას შეძლებთ, არამედ მიუერთებთ მათ SYNC 2 მულტიმედიურ სისტემას.



    ძრავის გაშვება ღილაკზე დაჭერით

    ford

    ავტომობილი ადრე არასოდეს არ იქოქებოდა ასე მარტივად. ახლა თქვენთვის აღარ არის აუცილებელი მოუხერხებელი ლითონის გასაღების ტარება. ჩვენ ის მოსახერხებელი და კომპაქტური ბრელოკით შევცვალეთ, რომლის ჯიბიდან ამოღება ანთების ჩასართავად აუცილებელი არც არის.



    განახლებული ხელსაწყოთა პანელი

    ford

    განახლებულ ხელსაწყოთა პანელში ჰარმონიულად არის შეთავსებული ავტომობილისთვის დამახასიათებელი, დინამიური დიზაინი და გასაოცარი ფუნქციონალურობა. ის ისე იქნა გაუმჯობესებული, რომ თქვენ შეძლოთ სწრაფად და ადვილად იპოვოთ აუცილებელი ღილაკი, აგრეთვე თვალყური ადევნოთ ავტომობილის ყველა სისტემის მდგომარეობას.



    LED მაშუქები

    fordჭკვიანმა LED-მაშუქებმა ისწავლეს ავტომატური გადართვა განათების შორ და ახლო რეჟიმებს შორის, ასწრებენ რა თქვენს სურვილებს. ამასთან, ახლო განათების შუქდიოდური მაშუქების გაზრდილი ეფექტურობის წყალობით, შესამჩნევად გაიზარდა გზის განათებულობის დონე.

  • მძღოლისთვის დახმარება

    პარკირებისას აქტიური დახმარების გაუმჯობესებული სისტემა

    fordპარალელური და პერპენდიკულარული პარკირება ახლა ნაკლებ დროს წაიღებს: ამაზე იზრუნებს Active Park Assist სისტემის 12 სპეციალური გადამწოდი. სისტემის ჩართვის შემდეგ თქვენbდაგჭირდებათ მხოლოდ მოძრაობის სიჩქარის დარეგულირება აქსელერატორის ან მუხრუჭის სატერფულებზე ფეხის დაჭერით, აგრეთვე აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლოთ გადაცემათა კოლოფით.



    ფრონტალური ფართოკუთხიანი კამერა

    ford

    ფრონტალური ფართოკუთხიანი კამერა საშუალებას გაძლევთ შეიხედოთ კუთხის იქით მანამდე, სანამ მოხვევას განახორციელებთ. თქვენი ხედვის არე გაიზრდება 180 გრადუსამდე, რაცbდაგეხმარებათ პარკირების დროს, აგრეთვე შეზღუდული ხედვადობის პირობებში მოძრაობის და მანევრირების დროს. გამოსახულება ყოველთვის მკაფიო რომ იყოს, კამერა აღჭურვილია გამრეცხით.



    უკანა ხედვის კამერის გამრეცხი

    ford

    უკანა სვლით მოძრაობისას უკანა ხედვის კამერა ავტომატურად აჩვენებს ცენტრალურ ეკრანზე ყველაფერს, რაც თქვენი ავტომობილის უკან იმყოფება. ხოლო კამერის გამრეცხი მკაფიო გამოსახულების დანახვის საშუალებას იძლევა.




    პარკირების სენსორები

    ford

    ახლა აღარ არის საჭირო იღელვოთ შესაძლო დაბრკოლებების შესახებ, რომელნიც შეიძლება ვერ შეგემჩნიათ პარკირების დროს. წინა და უკანა ნაწილში განთავსებული სენსორები გაფრთხილებენ შესაძლო შეჯახების შესახებ და გაზღვევენ მანევრირების დროს.

  • უსაფრთხოება

    fordFord-ის ინჟინერებმა აღჭურვეს ახალი Ford Explorer აქტიური და პასიური უსაფრთხოების ინოვაციური ტექნოლოგიებით, წინა ბამპერის ძალური სტრუქტურიდან დაწყებული და წინა, გვერდითი აირბაგებით, 1-ლი, მე-2 და მე-3 რიგის უსაფრთხოების ფარდებით და მგზავრის უსაფრთხოების სამუხლე ბალიშით დამთავრებული.

    ახალმა Ford Explorer-მა, აგრეთვე მიიღო მეორე რიგის სავარძლების მგზავრების დაცვის უნიკალური სისტემა — გასაბერი უსაფრთხოების ღვედები. მათი წყალობით მნიშვნელოვნად მცირდება ავარიის დროს მძიმე ტრავმის მიღების ალბათობა.


    ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ სრულად არ შეაფასეთ მკვეთრი მოსახვევი, საჭიროა დამუხრუჭება და ამის გაკეთება სწრაფად, თქვენ დაგეხმარებათ მოსახვევებში ტრაექტორიის კონტროლის სისტემა. ისევე, როგორც სხვა სისტემები – ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემა AdvanceTrac® და გადაბრუნების თავიდან აცილების სისტემა (RSC®) – ყოველი Ford Explorer-ის საბაზისო კომპლექტაციაში შედის. თუ თქვენ მეტისმეტად სწრაფად შედიხართ მოსახვევში, სისტემა ამოიცნობს ამას და გამოიყენებს დამუხრუჭებას ძრავით, აგრეთვე 4 თვლიდან თითოეულით და შეამცირებს სიჩქარეს 16 კმ/სთ-ით ერთ წამში.

  • სპეციფიკაციები

    მართვადი სიმძლავრე

    ford

    Ford Explorer უარყოფს იმ მითს, რომ მძლავრი ავტომობილი არ შეიძლება ეკონომიური იყოს. ახალი ძრავების ხაზი საშუალებას გაძლევთ განავითაროთ მაღალი სიჩქარე და დასძლიოთნებისმიერი მანძილი და ამ დროს დახარჯოთ გასაოცრად მცირე ოდენობის საწვავი.




    ადაპტირება 92 ოქტანობაზე სამუშაოდ

    fordძრავა სპეციალურად არის ადაპტირებული 92 ოქტანობის მარკის ბენზინზე სამუშაოდ. ამ საწვავის გამოყენება არანაირად არ აისახება დეტალების ცვეთაზე და თქვენი ყველგანმავლის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე.





    სანავიგაციო სისტემა

    Ford Explorer-ს მშვენივრად შეუძლია ორიენტირება რელიეფზე. ამისათვის ის უნდა უმადლოდეს ჩაშენებულ სანავიგაციო სისტემას, რომლის მართვაც შეიძლება როგორც ღილაკების მეშვეობით, ისე ხმით გაცემული ბრძანებების გამოყენებით.


    ხმით მართვა რუსულ ენაზე

    ford

    ავტომობილს და მძღოლს ადრე არასოდეს ასე ადვილად არ უპოვიათ საერთო ენა. რუსულ ენაზე ხმით გაცემული ბრძანებების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მართოთ ფლეილისტი, გადართოთ რადიოსადგურები, წაიკითხოთ SMS-შეტყობინებები და ააგოთ მგზავრობის მარშრუტი.




    წინა ბამპერის მოდერნიზებული ფორმა

    ford

    Ford Explorer-ის წინა ბამპერის ფორმა შეიცვალა, რამაც გაზარდა გეომეტრიული გამავლობა და აღმართში ასვლა და პარკირება კიდევ უფრო გაამარტივა. ხოლო ელეგანტურმა ვერცხლისფერმა ჩანართებმა ბამპერის ქვედა ნაწილში Ford Explorer-ის იერი უფრო წინმსწრაფად და სპორტულად აქციეს.




    ძრავის დისტანციურად გაშვება

    ford

    არ გიყვართ ლოდინი? მაშინ მიაქციეთ ყურადღება ძრავის დისტანციურად გაშვების ფუნქციას. მასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გაახუროთ ძრავა და გაათბოთ სალონი.




    ინტელექტუალური სრული ამძრავი

    ford

    საგზაო პირობებთან ადაპტირების სისტემა (Terrain Management System) საშუალებას იძლევა შერჩეული იქნეს ავტომობილის ყველაზე ეფექტური პარამეტრები და გაიზარდოს გზასთან შეჭიდულობა ზედაპირის ტიპზე დამოკიდებულებით. თქვენს განკარგულებაშია მუშაობის ხუთი რეჟიმი, რომელიც მორგებულია საგზაო საფარის ცალკეულ სახეობებზე: «ნორმალური რეჟიმი», «ტალახი/ღარი», «ქვიშა», «ბალახი/ხრეში/თოვლი, «დახმარება მთიდან ჩამოსვლისას». ეს სისტემა თავისუფლების და უსაზღვრო შესაძლებლობების შეგრძნებას მოგანიჭებთ — როდესაც ვერაფერი შეგაჩერებთ გეგმების ხორცშესხმის გზაზე.


    სავარძლების, საჭის, საქარე მინის და გვერდითი სარკეების ელექტრო გათბობა

    ford

    როდესაც ქუჩაში ყინვაა, წვიმს ან თოვს, ახალ Ford Explorer-ში თქვენ ყოველთვის თბილი და კომფორტული ატმოსფერო გელოდებათ. საჭის, აგრეთვე უკანა და წინა სავარძლების ელექტრო გათბობის სისტემა საშუალებას მოგცემთ გათბეთ რამდენიმე წუთში. ხოლო საქარე მინის და გვერდითი სარკეების ელექტრო გათბობა დაგეხმარებათ ადვილად და სწრაფად მოიცილოთ თავიდან ყინული ან თოვლი.




Bookmark & Share