დიზაინი

შთამბეჭდავი ზომების მიუხედავად, Ford Explorer-მა შეიძლება იტრაბახოს თავისი ცოცხალი და დინამიური ხასიათით. რთულია დაიჯერო, რომ ასეთი გიგანტი შეიძლება მანევრული და მართვადი იყოს ნებისმიერ საგზაო პირობებში, ვიწრო ქალაქის ქუჩებში ან ქალაქგარეთ სოფლის გზებზე. მისი მრავალმხრივობა განხორციელებულია დიზაინში — კლასიკური ელემენტები მასში წინმსწრაფ სილუეტთან და "მტაცებლურ" სპორტული ელემენტებთან მეზობლობს. საკმარისია ერთი შეხედვა, რომ გაიგო: ის არ გაუშვებს ხელიდან შესაძლებლობას გამოიჩინოს თავი გზაზე. ამ მედგარმა და მძლავრმა ავტომობილმა იცის, როგორ დატოვოს შთაბეჭდილება.

  • გარეგნული სახე

    შეუკავებელი, საიმედო, ქარიზმატული — სწორედ ამ თვისებებით დააჯილდოვეს კონსტრუქტორებმა ახალი Ford Explorer. ძარის ყოველ ხაზში, მისი მოპირკეთების თითოეულ დეტალში თქვენ იპოვით ლეგენდარული ყველგანმავლის ნაცნობ სტილს. მისი შთამბეჭდავი გარეგნობა გაუმჯობესებულ აეროდინამიკასთან შეთავსებით Ford Explorer-ს თავისი კლასის ყველაზე სწორუპოვარ წარმომადგენლად აქცევს. ეს ავტომობილი აუცილებლად ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალურობას და გამოგარჩევთ საგზაო ნაკადში.

    ford ford ford ford
    ford ford ford ford
    ford ford ford ford
  • ინტერიერი

    Ford Explorer-ის გაუმჯობესებულ სალონში ყველაფერი მისი მფლობელის მაღალ სტატუსზე მეტყველებს. ინტერიერის სრულყოფილი დიზაინი, გააზრებული ერგონომიკა, სივრცის მოსახერხებელი ორგანიზაცია, მრავალი ახალი ფუნქცია და მოპირკეთების საუცხოო ხარისხი კომფორტის და ფუფუნების ატმოსფეროში გადაგიყვანთ. აქ ყოველი დეტალი თავის ადგილზეა და ინტერიერის თითოეული გადაწყვეტა მისი მფლობელის გემოვნებაზე მიუთითებს. მაგრამ Ford Explorer არამარტო სრულყოფილი სტილით გამოირჩევა. შემქმნელებმა არ დაივიწყეს პრაქტიკული შემადგენელიც: ავტომობილში მოხერხებულად განთავსდება შვიდამდე მგზავრი, მძღოლის ჩათვლით. სავარძლების ადვილად დაკეცვით საბარგულის ტევადობის მნიშვნელოვნად გაზრდა შეიძლება. ახალ Ford Explorer-ში წინა სავარძლების კონტურის შეცვლის ხარჯზე, ასევე მეორე რიგის მგზავრების ფეხებისთვის განკუთვნილი სივრცის შესამჩნევად გაზრდაც მოხერხდა.


    ford ford ford ford
    ford ford ford ford
    ford ford ford ford
    ford ford ford ford
    ford ford ford ford
  • ძარის ფერები
    ford ford ford ford
    Copper Pulse Deep Impact Blue Frozen White Magnetic
    ford ford ford
    Moondust Silver Shadow Black Race Red
Bookmark & Share