ახალი Ford Explorer


ლეგენდა ბრუნდება!

წელს ლეგენდარული მოდელი Ford Explorer თავის 25-წლიან იუბილეს ზეიმობს. Ford-მა გადაწყვიტა ეს თარიღი ბაზარზე ახალი ყველგანმავლის გამოშვებით აღნიშნოს. ორ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგაც Ford Explorer ყველაზე პრეტენზიული ავტომოყვარულების მოლოდინების გამართლებას აგრძელებს. ეს მისი უნაკლო სტილის, მოწინავე ტექნოლოგიების და კომფორტის ხარისხობრივად ახალი დონის წყალობით გახდა შესაძლებელი.

Ford Explorer — არამარტო ლამაზი, არამედ პრაქტიკული ავტომობილიც არის. ის საშუალებას გაძლევთ თქვენი შეხედულებით მოახდინოთ სივრცის ორგანიზება სალონში. გსურთ შვიდი მგზავრის გადაყვანა თუ გაბარიტული ნივთების გადატანა? ამ ამოცანის შესრულებაში მესამე რიგის სავარძლების დაკეცვა დაგეხმარებათ.

სრული ამძრავის ინტელექტუალური სისტემა Terrain Management დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ კონტროლი ნებისმიერი საფარის მქონე გზაზე წელიწადის ნებისმიერ დროს. საქარე მინა, სარკეები, მძღოლის სავარძელი, აგრეთვე სავარძლების მეორე რიგი აღჭურვილნი არიან გათბობის სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ახალ Ford Explorer-თან ერთად თქვენ ვერ შეგაშინებენ ვერანაირი ამინდის პირობები.

თანამედროვე და კომფორტული, Ford Explorer ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვეობას თექვსმეტი ახალი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიის წყალობით. მათ შორის არის საბარგულის გახსნის სისტემა Hands Free, უკანა რიგის მგზავრების გასაბერი უსაფრთხოების ღვედები, ფრონტალური ფართოკუთხიანი კამერა, მოწინავე სისტემა Active Park Assist, მულტიმედიური სისტემა SYNC 2, უგასაღებო წვდომა, ძრავის გაშვება ღილაკზე დაჭერით და მრავალი სხვა ტექნოლოგია.

Bookmark & Share