მახასიათებლები

  • რატების რეჟიმი

    ტექნოლოგია, რომელიც თქვენთვის მუშაობს

    Ford-ის გასაოცარი ტექნოლოგია დაპროექტებულია იმგვარად, რომ მას მრავალი რამის შესრულება შეუძლია. თითოეული დეტალი და სისტემა არსებობს იმისთვის, რომ მუდამ კავშირზე იყოთ, გაერთოთ და აგრეთვე იმისთვისაც, რომ ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს.


    Ford SYNC მოწინავე უკონტაქტო ტექნოლოგია

    Ford SYNC საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი მუსიკა, მიიღოთ სატელეფონო ზარები თქვენს მობილურზე, რაც მარტივი ხმოვანი ბრძანებების მეშვეობით კეთდება. ხმოვანი ბრძანებების გამოყენება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ჩართოთ მუსიკა USB-დან ან MP3/iPod®--დან ან გადმოქაჩოთ მუსიკა Bluetooth®-თან თავსებადი ტელეფონიდან. სისტემას აგრეთვე შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს თქვენი შემომავალი შეტყობინებები. (არჩევითი.)


    დამატებითი კონტროლი აღმართზე დაქოქვისას

    fordაირჩიეთ ავტომატური ტრანსმისია და მიიღებთ აღმართზე დაძვრის დამხმარე სისტემას: სისტემა, რომელიც დროებით აჩერებს უკან დაგორებას, როცა თქვენ დაკავებული ხართ აღმართზე თქვენი ავტომობილის დაქოქვით. ის მოქმედებს სამუხრუჭე სისტემაზე დამატებითი 2.5 წამის განმავლობაში ზეწოლის შენარჩუნებით, რაც გაძლევთ მეტ დროს და კონტროლის შესაძლებლობას იმისთვის, რომ გადაიტანოთ ფეხი მუხრუჭის პედალიდან აქსელერატორზე. ეს ტექნოლოგია გამოსადეგია სრიალა ზედაპირზე დაძვრისას და გაჩერებისას.


    სენსორები, რომლებიც პარკირების სტრესს ხსნიან

    fordპარკინგის მანძილის სენსორები გეხმარებიან დაადგინოთ მანძილი თქვენს ავტომობილსა და უკან არსებულ დაბრკოლებას შორის. როცა სენსორები აღმოაჩენენ საგანს, ხდება ხმოვანი გაფრთხილების აქტივაცია, რომელიც ძლიერდება ამ საგანთან მიახლოებისას.




    ნაკლებად დამღლელი მართვა, უფრო ეკონომიური მგზავრობა

    fordკრუიზ კონტროლი უნარჩუნებს თქვენს ავტომობილს თქვენს მიერ შერჩეული სიჩქარის ზღვარს, რაც დიდი მანძილზე ტარებას უფრო მშვიდს ხდის. გარდა იმისა, რომ მინიმუმამდე დაყავს თქვენს მიერ სიჩქარის გადაჭარბების შესაძლებლობა, აგრეთვე გეხმარებათ საწვავის დაზოგვაში. (არჩევითია მხოლოდ Titanium-ზე.)




    შუქდიოდები

    ford

    გასაოცარი შუქდიოდები ამძაფრებენ EcoSport-ის გამორჩეულ გარეგნობას და ცნობადს ხდიან მას გზაზე.




    სიჩქარეზე გადართვა, რომელიც უფრო ეკონომიურია საწვავის თვალსაზრისით

    ford

    გადაცემათა გადართვის ინდიკატორი, რომელიც ინსტრუმენტების პანელზეა მოცემული, გაჩვენებთ, თუ როდის უნდა გადართოთ სიჩქარე საწვავის ეკონომიურობის უზრუნველსაყოფად. ეს გახლავთ მარტივი, მაგრამ ეფექტური საშუალება იმისა, რომ თითოეული მგზავრობა ეკონომიური იყოს.



    მნიშვნელოვანი ინფორმაცია მგზავრობასთან დაკავშირებით

    ford

    თქვენი ბორტ კომპიუტერი მოგაწვდით ფაქტებსა და ციფრებს თქვენს მიერ გავლილი მანძილის, საწვავის ხარჯის, სიჩქარის და გარეთა ჰაერის ტემპერატურის შესახებ. მას აგრეთვე შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია „საწვავის მარაგის" შესახებ: უხეშად რომ ვთქვათ, რა მანძილის გავლას შეძლებთ ავზში დარჩენილი საწვავით. ეს განსაკუთრებით გამოგადგებათ დიდ მანძილზე მგზავრობისას ან მაშინ, როცა იცით, რომ მიემგზავრებით სადღაც შორს.

  • მუშაობა და ეფექტურობა

    მუშაობა, ეფექტურობა: ისიამოვნეთ ორივე მათგანით

    ბენზინი თუ დიზელი? რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ მიიღებთ მუშაობას, ძალას და ეკონომიას. ავტომობილის ძარის აეროდინამიური ფორმა და დიზაინის დეტალები, როგორიცაა უკანა ნაწილი, კომბინირებულია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წინაღობის კოეფიციენტი. შედეგად ვიღებთ ქარის დაბალ წინაღობას და საწვავის მაღალ ეკონომიას.


    გამოიყენება საწვავის თითოეული წვეთი

    fordევოლუციური1.0 ლიტრიანი 3-ცილინდრიანი EcoBoost-ის ბენზინის ძრავი უზრუნველყოფს ყველა იმ ძალას, რომელსაც მოელით 1.6-იანი ძრავისგან (125 PS-მდე) და ამავდროულად გარანტირებულია 24%-ით გაუმჯობესებული საწვავის ეკონომია და 25%-ით შემცირებული CO2 ემისიები, რაც 125გ/კმ-ის ტოლია. სულაც არ არის გასაოცარი ის, რომ EcoBoos-ს მიანიჭეს წლის საუკეთესო საერთაშორისო ძრავის ჯილდო ზედიზედ სამი წლის განმავლობაში.


    დიზელის ძალა

    ford

    1.5 ლიტრიანი DV5 დიზელის ალტერნატივა გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ისიამოვნოთ 95 PS ძალითა და 4.4ლ/100კმ საწვავის ეკონომიურობით. ეს მოწინავე ძრავი ხელმისაწვდომია 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ მაბრუნ მომენტს (სიჩქარის ნაკლებად გადაცვლისა და განსაკუთრებულ გაწევის სიმძლავრისთვის) და CO2 ემისია მხოლოდ115გ/კმ-ის ტოლია.



  • კომფორტი და მოხერხებულობა

    დაპროექტებულია თქვენი საჭიროებების შესაბამისად

    გონივრული დიზაინის შედეგად საუცხოოდაა გამოყენებული სივრცის თითოეული მილიმეტრი და მაქსიმალურადაა გაზრდილი მოხერხებულობა და კომფორტი კომპაქტურ ავტომობილში.


    კომფორტული სავარძლები საუცხოო ხედით დატკბობის საშუალებას მოგცემთ

    ford

    მძღოლის სავარძელს გააჩნია ჩაშენებული წელის საყრდენი, რომელიც 6-მხრივად რეგულირებადია, რაც საშუალებას მოგცემთ საკუთარი სურვილისამებრ დაარეგულიროდ იდეალური პოზიცია ტარებისას. მძღოლისა და წინა მგზავრის სავარძლებს გააჩნიათ გათბობა. მგზავრებს შეუძლიათ სავარძლების წინ და უკან გადახრა და შეუძლიათ მოკალათდნენ კომფორტულად. ყველას შეუძლია ისიამოვნოს გზის ამაღლებული ხედით.


    უგასაღებო ნიშნავს მარტივს

    ford

    გაემართეთ თქვენი ავტომობილისკენ და ფორდის უგასაღებო სისტემა იგრძნობს თქვენს გასაღების, მაშინაც კი როცა ის თქვენს ჯიბეში ან ჩანთაშია. კარები იღება და როცა დაჯდებით, თქვენ არ გჭირდებათ გასაღების მორგება, დააწექით გადაბმულობას და დააჭირეთ Ford-ის დაქოქვის ღილაკს და ძრავი ამუშავდება.



    მეტი ვიდრე უბრალდ საჭე

    ford

    საუკეთესოდ აწონილი, ერგონომიული დიზაინის და ტყავით გაწყობილი საჭე გაძლევთ ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას. თქვენს განკარგულებაშია ინტეგრირებული ღილაკების სერია.




    ძალიან გრილი დეტალი

    ახალ EcoSport-ში ხელთათმანის სათავსო აღჭურვილია კონდიცირების გამაგრილებელი სისტემით. ასე რომ, ცხელ დღეებში ცივი სასმელი და სასუსნავი მუდამ ხელთ გექნებათ. მასში საკმარისი ადგილია ექვსი სტანდარტული ზომის გაზიანი სასმელის ქილის მოსათავსებლად.


    მოქნილი სავარძლები დამატებითი სივრცისთვის

    ford

    მოსახსნელი სტელაჟი, რეგულირებადი სავარძლები, იყოფა 60:40-ზე და გაერთიანებულია 'tip and tumble' სისტემაში: Ford EcoSport-ში ძალიან მარტივია სივრცის უზრუნველყოფა ბარგისა და/ან დიდი ნივთებისთვის.




    მანევრირება და კრუიზი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე

    fordელექტროგამაძლიერებლიანი საჭით მართვა (EPAS) რეგულირდება უფრო მარტივი და მსუბუქი მართვის უზრუნველსაყოფად ვიწრო ადგილებში პარკირებისას და უფრო მძლავრი მართვის მისაღებად ტრასებზე. ტრადიციული ელექტროგააძლიერებლიანი საჭით მართვისგან განსხვავებით, რომელიც უწყვეტად მუშაობს და მოიხმარს დიდი რაოდენობით ენერგიას და საწვავს, ჩვენი EPAS მუშაობს მაშინ, როცა საჭიროა და უზრუნველყოფს საწვავის დამატებით ეკონომიას.


    დააყენეთ იდეალური ტემპერატურა თქვენთვის და თქვენი მგზავრისთვის

    fordტემპერატურის ელექტრონული ავტომატური კონტროლით (EATC) თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი და თქვენი მგზავრისთვის სასურველი ტემპერატურა და ჰაერის კონდიცირების მეშვეობით სისტემა უზრუნველყოფს მის შენარჩუნებას.




    ადგილი ყველაფრისთვის

    ford

    გონივრული დიზაინი ნიშნავს იმას, რომ ავტომობილში ბევრი სივრცეა მძღოლისა და მგზავრებისთვის, აგრეთვე განთავსებულია 20 საცავი USB დამტენიანი ტელეფონებისთვის, მზის სათვალეებისთვის, მონეტებისთვის, ჭიქების, სასმელებისა და სასუსნავისთვის.



    სიმშვიდე და სიჩუმე მართვისას

    fordხმაურის ჩამხშობის მასალისა და კარებსა და ფანჯარაზე, სახურავსა და ძარაზე არსებული ჰერმეტიზატორის წყალობით Ford EcoSport უზრუნველყოფს განსაკუთრებულად ჩუმად ტარებას.




    გაწმინდეთ თქვენი საქარე მინა უფრო სწრაფად Quickclear-თან ერთად

    fordეს გონიერი დეტალი შექმნილია იმისთვის, რომ ყინვიან დილას სწრაფად შეძლოთ ავტომობილით გასვლა. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს თითი და ულტრა-თხელი ვარვარის ძაფები დაათბობენ სარკეს ისე, რომ ნისლი და ყინული მოშორდება საქარე მინას და აგრეთვე დაგეხმარებათ შუშის საწმენდების გალღვობაში. სისტემა მუშაობს წამებში, მაშინაც კი როცა ტემპერატურა ნულს ქვემოთაა.



    უკანა ხედვის სარკეები, რომლებიც თბება სიცივის დროს

    ford

    როგორც Quickclear-ის საქარე მინისთვის, გათბობის სისტემა დაგეხმარებათ ყველაზე მნიშვნელოვანი უკანა ხედვის სარკეების გასასუფთავებლად.



  • დაცვა და უსაფრთხოება

    დაცვა და უსაფრთხოება, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

    მიუხედავად იმისა, მძღოლი ხართ თუ მგზავრი, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ უსაფრთხოების ზომების ყოვლისმომცველი პაკეტი შექმნილია თქვენს დასაცავად.

    ახალი Ford EcoSport აგრეთვე აღჭურვილია დამცავი ზომებით, რომელიც დაიცავს თქვენს ავტომობილს (ნივთებს) ქურდებისგან.


    აირბაგების ულტრათანამედროვე სისტემა

    ford

    ახალ EcoSport--ს გააჩნია მძღოლის, მგზავრის, ფარდა და გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები, აგრეთვე მძღოლის მუხლის უსაფრთხოების ბალიში: ყველა მათგანი სტანდარტულ დეტალს წარმოადგენს. სენსორები განთავსებულია ავტომობილის მნიშვნელოვან წერტილებში, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ავტომობილის სწრაფი და კონტროლირებადი რეაქცია.



    Ford SYNC საგანგებო შემთხვევებში დახმარებით

    fordFord SYNC-ის მნიშვნელოვან და სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ნაწილს წარმოადგენს საგანგებო შემთხვევებში დახმარება. ავარიის შემთხვევაში, როცა აირბაგები გამოყენებულია და საწვავის ავზი დეაქტივირებულია, ტექნოლოგიას შეუძლია პირდაპირ დარეკოს საავარიო სამსახურში, ხოლო სისტემა განახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა თქვენი GPS კოორდინატები, მაშინაც კი, როცა გონება დაკარგული გაქვთ.*


    თქვენი ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    ford

    ახალი Ford EcoSport დაპროექტებულია იმგვარად, რომ თითოეული მგზავრობისას დაცულია თქვენი ბავშვების უსაფრთხოება. ავტომობილს გააჩნია ISOFIX-ის ბავშვის სავარძლის ოთხი სამაგრი უკან, ასე რომ თავისუფლად შეძლებთ დაამაგროთ ორი ცალი ბავშვის სავარძელი.



    დაფრთხობის ეფექტური საშუალება

    ford

    დამატებითი პერიმეტრის სიგნალიზაცია იცავს თქვენს ავტომობილს ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, თუ კარები, კაპოტი და საბარგულის გაღება მოხდება იძულებით ან მოხდება ანთების სისტემის ჩართვა, როცა ამოქმედებულია სიგნალიზაცია.



    მოწინავე სისტემები უფრო მეტად კონტროლირებადი დამუხრუჭებისთვის

    ford

    ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა (ABS) და სამუხრუჭე ძალის გადანაწილების ელექტრონული სისტემა (EBD) უზრუნველყოფს უფრო გაკონტროლებულ დამუხრუჭებას. ავარიული დამუხრუჭების დროს გამოყენებული დახმარების სისტემა (EBA) ეხმარება EcoSport-ს საგანგებო შემთხვევებში უფრო ეფექტურად დამუხრუჭებაში.ის ამას ახორციელებს იმის დადგენით, თუ რა ძალა გამოიყენეთ დასამუხრუჭებლად და საჭიროების შემთხვევაში ავტომატურად ზრდის მას.


    ადრეული გაფრთხილება იმ შემთხვევაში, როცა საბურავი იწყებს დაშვებას

    ford

    თუ რომელიმე თქვენი საბურავი დაკარგავს წნევას მოგზაურობისას, ჩაფუშვის აღმოჩენის სისტემა გაგაფრთხილებთ საბურავის გახვრეტის შესახებ ინსტრუმენტების პანელზე პიქტოგრამის ანთების მეშვეობით.




    Thatcham-ის 1-ლი კატეგორიის სიგნალიზაცია:

    ford

    პერიმეტრის სიგნალიზაციის მიერ შემოთავაზებულ დაცვაზე დამატებით 1-ლი კატეგორიის Thatcham სიგნალიზაცია იცავს თქვენი ავტომობილის კაბინას დამსხვრეული ფანჯრიდან შიგნით შეჭრის შემთხვევაში. ხმოვანი სიგნალიზაცია წარმოადგენს მძლავრ სირენას, რომელსაც ენერგიის საკუთარი წყარო გააჩნია. ასე რომ, მას შეუძლია იმუშაოს იმ შემთხვევაშიც, როცა ქურდი გამორთავს ავტომობილის აკუმულატორს ან თუ ეცდება სასიგნალო სირენის სადენების გადაჭრას.


    დამატებითი, დამოუკიდებელი სარეზერვო სიგნალიზაცია

    აკუმულატორის სარეზერვო სიგნალიზაცია არის დამატებითი, მეორადი სიგნალიზაციის სისტემა, რომელიც ერთვის Thatcham-ის სიგნალიზაციის ოფციას. ის რთავს სირენას, როცა სიგნალიზაცია ირთვება და მას გააჩნია საკუთარი ჩაშენებული ენერგიის წყარო. მისი აქტივაცია ხდება მაშინაც კი, თუ ვინმე გამორთავს ავტომობილის ძირითად აკუმულატორს.

  • საერთო დანიშნულება

    დამზადებულია გარკვეული დანიშნულებით, შექმნილია სიამოვნების მისაღებად

    პრაქტიკული, გამოსადეგი და მძლავრი დეტალების ფართო დიაპაზონის წყალობით ახალი Ford EcoSport შექმნილია ქალაქის ქუჩებისთვის და ამავდროულად მათთვის თავის დასაღწევად.


    შეგიძლიათ გადაუაროთ ყველაფერს მიწიდან მაღალი დაშორების გამო

    fordტროტუარის მაღალი კიდეები, ორმოები, საგზაო სამუშაოები, სიჩქარის შემზღუდვები…ქალაქის ქუჩები საშიშია. ამიტომაც Ford EcoSport-ის ძლიერი კონსტრუქცია შეიცავს მაღალ დაშორებას მიწიდან.




    ამარტივებს 180 გრადუსით მოხვევას

    fordტრადიციული და უფრო ტევადი საერთო დანიშნულების ავტომობილებისგან განსხვავებით EcoSport-ს გააჩნია მოხვევის ვიწრო რადიუსი, რაც გადატვირთულ ქუჩებზე 180 გრადუსით მოხვევას მარტივსა და სწრაფს ხდის, მაშინაც კი, როცა ორივე მხარეს ავტომობილებია პარკირებული.




    ადვილად შეუძლია გზის გაკვალვა წყალში

    ford

    გაკვალვის სიღრმეა 450მმ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ მუდამ მზად იქნებით ყველაზე ცუდი წვიმიანი ამინდისთვის.




    დაბრკოლებების მოხსნა

    fordFord EcoSport-ის "მიდგომის" და "უკანა გასვლის" კუთხეები დაყენებულია 21.0 და 33.3 გრადუსზე, ხოლო გრძივი გამავლობის კუთხე კი 23 გრადუსია (დაუტვირთავი). ეს გრადუსები დაკავშირებულია იმ კუთხეებთან, რითაც თქვენს ავტომობილს შუძლია გადაუაროს დაბრკოლებებს და თავი აარიდოს ქვემოდან გაკაწვრას: რაც უმიშვნელოვანესია თანამედროვე საერთო დანიშნულების ავტომობილებისთვის.


    მძლავრი საერთო დანიშნულების ავტომობილის გარეგნობა

    ford

    სათადარიგო ბორბალი შეიძლება დამაგრდეს უკანა კარზე, რაც Ford EcoSport-ს გამოარჩევს სხვა ავტომობილებისგან. ძარის ფერის საფარი მოდურიცაა და პრაქტიკულიც. თუ არ გსურთ სათადარიგი ბორბლის ალტერნატივა, საბურავის შეკეთების კომპლექტი სტანდარტულ დეტალს წარმოადგენს.

Bookmark & Share