ახალი ECOSPORT

Ford EcoSport გახლავთ სრულიად ახალი ავტომობილის ტიპის SUV გონიერია იმიტომ, რომ კომპაქტურია გარედან და ტევადი და კარგად აღჭურვილი შიგნიდან. გონიერია იმიტომ, რომ გააჩნია მთელი რიგი ტექნოლოგიები, რაც მართვას კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. გონიერია, რადგან ულტრათანამედროვე ძრავით და გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი უზრუნველყოფს საუკეთესო მუშაობას და საწვავის გასაოცარ ეკონომიურობას.

თავდაჯერებულობა მართვისას და ფართო ხედი

ქალაქის გადატვირთული გზები, პარკინგის ვიწრო სივრცეები, ვიწრო ქუჩები... გონივრული დიზაინის წყალობით EcoSport მარტივად ახერხებს ამ პირობებში ნავიგაციას. სისწრაფეს და მანევრირებას ემატება ხილვადობა: მართვის ამაღლებული პოზიცია საშუალებას გაძლევთ თქვენ და თქვენს მგზავრებს დატკბეთ გზის და გარშემო არსებული სამყაროს მშვენიერებით.


ძალისა და ეფექტურობის რევოლუციური ნაზავი

1.0 ლიტრიანი, 3-ცილინდრიანი EcoBoost ბენზინის ძრავი წარმოადგენს ორიგინალურ გამოგონების და მახვილგონივრული დაპროექტების პროდუქტს. მისი რევოლუციური ტექნოლოგია ერთდროულად უზრუნველყოფს დიდი ძრავის ძალას და მცირე ძრავის საწვავის ეკონომიურობას:სწორედ ამან განაპირობა EcoBoost-ის მიერ წლის ძრავის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში, რაც უპრეცედენტო მოვლენაა.

Bookmark & Share